ლამუ (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი =ქალაქი |ქართული სახელი ...
 
No edit summary
ხაზი 48:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|1055}}
'''ლამუ''' ({{lang-en|''Lamu''}}) - ქალაქი [[კენია|კენიის]] აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ლამუზე (ლამუს არქიპელაგის ნაწილი). მოსახლეობა [[1999]] წლის მონაცემებით შეადგენდა 26,000 კაციადამიანს. მდებარეობს [[სანაპირო პროვინცია]]ში და ასევე [[ლამუს ოლქი]]ს ადმინისტრაციული ცენტრია.
 
[[2001]] წელს ქალაქი შეიტანეს [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლების სიაში შეიტანეს.
 
==ისტორია==
ლამუ, კენიის უძველესი მოქმედი ქალაქი, ერთ-ერთი საწყისი [[სვაჰილი]]ს დასახლებათაგანი იყო [[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთ აფრიკის]] სანაპიროზე. არსებობს გადმოცემა, რომ 1415 წელს ჩინელი მოგზაური [[ჩჟენ ჰე]]ს ფლოტის გემებმა ლამუს კუნძულთან კატასტროფა განიცადა. გადარჩენილი მეზღვაურები კუნძულზე დაფუძნდნენ და ადგილობრივი ქალები შეირთეს. თუმცა ამ ისტორიის ავთენტურობა სადაოა.
 
ლამუს პორტი სულ მცირე ათასი წელი არსებობდა. ქალაქი პირველად წერილობით აღწერა არაბმა მოგზაურმა [[აბუ-ალ-მაჰასინი]]მ, რომელიც 1441 წელს ლამუდან [[მექა]]ში ჩამოსულ ვექილს შეხვდა.
 
ქალაქის ისტორიის ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის იყო 1506 წელს პორტუგალიელთა შემოჭრა და დაახლ. 1813 წელს [[შელას ბრძოლა|შელას ბრძოლის]] შემდეგ [[ომანი]]ს გავლენაში მოხვედრა. პორტუგალიელთა შემოჭრა განაპირობა კუნძულის მოსახლეობის წარმატებამ [[ონდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] სანაპიროს გასწვრივ ვაჭრობის მართვაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პორტუგალია მონოპოლიას ფლობდა გემთა მიმოსვლაზე აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე და ექსპორტის გადასახადი ჰქონდა დაწესებული მანამდე არსებულ კომერციის არხებზე. 1580-იან წლებში ლამუელები პორტუგალიელებს აუჯანყდნენ, რასაც ხელი თურქების შემოსევებმაც შეუწყო. 1652 წელს ლამუელებმა ომანის მხადაჭერით პორტუგალიელების გავლენას თავი დააღწიეს. ამ პერიოდიდან ომანის პროტექციის ქვეშ მყოფი ლამუსთვის ოქროს ხანა დაიწყო. ლამუ რეგიონში პოეზიის, პოლიტიკის, ხელოვნებისა და ხელოსნობის, ასევე ვაჭრობის ცენტრი გახდა.
 
ამჟამად ლამუ პოპულარული ადგილია აუთენტური გამოცდილების მაძიებელი ტურისტებისთვის. ქალაქს მაქსიმალურად აქვს შენახული ისტორიული ერი. ვიწრო ქუჩებში ტვირთის გადატანის ერთადერთი საშუალება სახედარია. მოტორიზებული ტრანსპორტის ძირითადი საშუალება მცირე ზომის კატარღებია.
 
[[2001]] წელს ქალაქი შეიტანეს [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლების სიაში.
 
{{ესკიზი-კენია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლამუ_(ქალაქი)“-დან