ალექსანდრე I (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ალექსანდრე I''' (― † [[1389]]), იმერეთის მეფე [[1387]]-[[1389]]. [[დავით VI | დავით ნარინის]] შთამომავალი, ძე [[ბაგრატ I ერისთავი | ბაგრატ I-ისა]], რომლის გარდაცვალების ([[1372]]) შემდეგ [[საქართველო | საქართველოს]] მეფე [[ბაგრატ V]] დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს [[შორაპანი | შორაპანში]] ჰქონდა. [[1387]] წელს, როცა თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის - გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა.
 
 
232

რედაქტირება