ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

კახეთის მეფე
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

11:20, 13 ივნისი 2005-ის ვერსია

ალექსანდრე I (დაახლოებით 1454-56 ― † 1511), კახეთის მეფე 1476-1511. მეფე გიორგი VIII-ის ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას - ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477, ქართლში უზუნ-ჰასანია შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს.

ალექსანდრე I მოკლეს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.