ტიმოთე და მავრა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტიმოთე და მავრა''' – მართლმადიდებელი ეკლ...
(განსხვავება არ არის)

19:16, 16 მაისი 2010-ის ვერსია

ტიმოთე და მავრამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 16 მაისი.

ცხოვრება

წმინდანები მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. სოფელ პერაპიაში (ეგვიპტის თებაიდა) მცხოვრები წმინდა ტიმოთე მღვდლის შვილი იყო და მედავითნედ მსახურობდა. მის მორჩილებაში შედიოდა საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. ბოროტმა ენებმა ტიმოთე მმართველ არიანესთან დაასმინეს: იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავსო. არიანემ შეაპყრობინა წმინდანი და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ბრძანა, ეწამებინათ იგი. ტიმოთე მამაცურად იტანდა საშინელ ტკივილებს და მადლობდა უფალს. ჯალათებმა წმინდანი ფეხებით დაკიდეს და ლოდი გამოაბეს. შემდეგ არიანემ გაიგო, რომ მოწამეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. წმინდანმა ცოლი გაამხნევა და მოუწოდა, მასთან ერთად ეღიარებინა ქრისტე. ქრისტეს ტარიგმა მიუგო: „მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდე“. არიანეს ბრძანებით ქალს თმები დააგლიჯეს და ხელის თითები დააჭრეს. წმინდა მავრამ სიხარულით დაითმინა წამება. შემდეგ წმინდანი ადუღებულ წყალში ჩააგდეს, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია, უვნებლად იქნა დაცული. მმართველმა იფიქრა, რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს და მავრას მოსთხოვა, მისთვის ხელზე დაესხა წყალი. როცა მოწამემ ბრძანება შეასრულა, არიანემ ტკივილისაგან ამოიგმინა, შეცბუნდა მომხდარი სასწაულით, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მავრას გათავისუფლების განკარგულება გასცა, მაგრამ ისე ძლიერი იყო ეშმაკის ძალა მასზე, რომ უკან წაიღო სიტყვა და ბრძანა უფრო სასტიკი სატანჯველებით ეწამებინა ქრისტეს აღმსარებელი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა, შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის ტანჯვა. წმინდა მავრა ხალხს მიუბრუნდა და დაამშვიდა: „ნუ მიცავთ, ჩემი ერთადერთი დამცველი ღმერთია, რომელსაც მე ვსასოებ“.

ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმინდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.