ვალერიან კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ვალერიან კანდელაკი გახლდათ ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. იგი დაიბადა წვრილშვილიანი მღვდლის ოჯახში. ვალერიანი [[1891]] წლიდადნ [[1892]] წლამდე სწავლობდა [[ოზურგეთი]]ს სასულიერო სასწავლებელში. 1892 წელს იგი გადაჰყავთ [[ქუთაისი]]ს სასწავლებელში სადაც დაამთავრა 4 კლასი. ამის შემდეგ ვალერიანს გზავნიან [[ყირიმი|ყირიმში]] და სწავლას აგრძელებს [[იალტა|იალტის]] ნიკიტის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა [[1903]] წელს. ამავე წელს იწყებს პრაქტიკას იალტის სკოლის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა სარდაფში. შემდეგ ეწყობა მეღვინედ „მაგარაჩის“ მახლობლად მდებარე სულთან „სულთამ“ მამულის სარდაფში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი ძმა ევგენი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა ნიკიტის სასწავლებელი. როგორც ეტყობა ძმამ დიდი გავლენა მოახდინა ვალერიანზე გზის არჩევანში.
 
სულთამ მამულის სარდაფში, ვალერიან და ევეგენი კანდელაკებთან ერთად, იმ დროს ცდებს ატარებდა სახელგანთქმული მეღვინე, შემდეგში პროფესორი მ. ა. ხოვრენკო. 1907 წელს ძმები კანდელაკები იწყებენ სამეურნეო საქმიანობას. იჯარით იღებენ ყირიმში ”შარანის” მამულებში მევენახეობა-მეღვინეობის საწარმოს, სადაც პირველად რუსეთის იმპერიაში ქარხნული წესით დაამზადეს პასტერიზებული ყურძნის წცვენი.
 
1916 წელს ვალერიან კანდდელაკი, ევგენი კანდელაკი და ნიკოლოზ სმირნოვი ერთად აარსებენ ღვინის კომპანია ”ვ.ა. კანდელაკი და კომპანიას”, სადაც ღვინოსთან ერთად მზადდებოდა საფირმო შამპანური სახელწოდებით ”ზანდო” ("Zando" - asti spymante - V.A. Kandelaki)
 
==ლიტერატურა==