ლოქის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლოქის ქედი''', ''სომხითის ქედი'', საშუალო სიმაღლის ქედი [[მცირე კავკასიონი]]ს მთათა სისტემაში, მიდნარეების [[მაშავერა|მაშავერი]]სა და [[დებედა|დებედის]] წყალგამყოფი. განედური ქედია. ჩრდილოეთ-დასავლეთი კალთა [[საქართველო]]ს ფარგლებშია, დანარჩენი — [[სომხეთი]]ს ტერიტორიაზე. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რომლებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლესი მწვერვალია ლალვერი (2545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშუალო მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედაში — წიფელი. გვხვდება აგრეთვე ფიჭვის მცირე კორომები. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოქის_ქედი“-დან