ალექსანდროს პაპადიამანტისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:Papadiamantis Aleksandros by Nirvanas.jpg|მინი|მარჯვნივ|ალექსანდროს პაპადიამან...
(განსხვავება არ არის)

14:48, 13 მაისი 2010-ის ვერსია

ალექსანდროს პაპადიამანტისი (ბერძ. Αλέξανδρος Παπαδιαμάντης; დ. 4 მარტი, 1851, სკიათოსი – გ. 2 იანვარი, 1911) – ბერძენი მწერალი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. 1908 წელს ათენი დატოვა და მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ალექსანდროს პაპადიამანტისი

ახალბერძნულ ლიტერატურაში პაპადიამანტისი რეალიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი და დამამკვიდრებელია. ის ერთ–ერთი პირველთაგანია, ვინც განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა უბრალო, გლეხი ქალის ყოფა იმდროინდელ საბერძნეთში. ამ მხრივ საყურადღებოა მისი მოთხრობა „მკვლელი“.

ლიტერატურა

მზია ებრალიძე, მთარგმნელისაგან, ჩვენი მწერლობა, № 17, 2006, გვ. 60