ემპათია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ემპათია''' – ადამიანის უნარი უთანაგრძოს და გაუგოს სხვა ადამი...
(განსხვავება არ არის)

13:51, 12 მაისი 2010-ის ვერსია

ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძოს და გაუგოს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს.

ემპათია/ემპათიკური გაგება

უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და ატიტუდები, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლური ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ე–ს განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ე–ის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ე–ის განხორციელება თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, ე. სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.

ლიტერატურა

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]