გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 4:
ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, ასევე ცნობილი როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: [[კანადა|კანადის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[სინგაპური|სინგაპურის]], [[მალაიზია|მალაიზიის]] და [[იამაიკა|იამაიკის]] მიერ.
== აღმასრულებელი ძალაუფლება ==
გაერთიანებულ სამეფოში, აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება [[ელისაბედ II|სოვერინის]] სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აღამასრულებელი ძალაუფლება გაერთიანებულ სამეფოში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება.
===გაერთიანებული სამეფოს მთავრობა===
პრემიერ-მინისტრი, დიდ ბრიტანეთში მისი აღმატებულესობა დედოფლის მთავრობის ხელმძღვანლად, მონარქის მიერ ინიშნება. პრემიერ-მინისტრის დანიშვნისას, მონარქი აუცილებლად ითვალიწინებს იმ კონვენციას, რომ პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს [[თემთა პალატა (გაერთიანებული სამეფო)|თემთა პალატის]] ისეთი წევრი, რომელსაც ყველაზე უკეთ ხელეწიფება ამ პალატის მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. რეალურად, ეს ნიშნავს იმას რომ პრემიერ-მინისტრად ინიშნება იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ადგილთა აბსოლუტური უმრავლესობა უკავია. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირჩევს სხვა მინისტრებს, რომლებიც ერთად გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეადგენენ და მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების, ანუ სამინისტროების, პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ სისტემაში, მთავრობა და კაბინეტი ერთი და იგივე მცნებებს არ წარმოადგენს. კაბინეტის შემადგენლობაში დაახლოებით ოცი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი შედის, მთავრობაში კი დაახლოებით ასამდე მინისტრი შედის. კონსტიტუციური კონვენციის მიხედვით, მთავრობაში შემავალი ნებისმიერი მინისტრი ან თემთა პალატის ან [[ლორდთა პალატა|ლორდთა პალატის]] წევრი უნდა იყოს.
===პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი===
{{მთავარი|გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი}}
[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა]]
|