ვარდების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
[[13 ნოემბერი|13 ნოემბერს]] გამართულ აქციაზე [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს გადადგომა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5318&search= სააკაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს]</ref> ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
 
[[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] ოპოზიციამ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა. მომიტინგეებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას [[სამოქალაქო დაუმორჩილებლობა]] გამოუცხადეს.<ref>"საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟის მომდევნო ეტაპი" - ,,24 საათი”. 2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A3.</ref> [[16 ნოემბერი|16 ნოემბერს]] ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დაუმორჩილებლობის კომიტეტი და შეიმუშავა 5 პუნქტიანი მიმართვა მოსახლეობისადმი. ოპოზიციამ მოუწოდა მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობების პიკეტირებისკენ, საჯარო მოხელეების გაფიცვისაკენ, ხოლო მეწარმეებს - გადასახადების გადაუხდელობისკენ. ოპოზიციამ ასევე მოუწოდა მძღოლებს, ორშაბათს 11 საათზე, პრეზიდენტის რადიო-ინტერვიუს დროს გაეჩერებინთგაეჩერებინათ ავტომობილები და ჩაერთოთ საყვირები დაუმორჩილებლობის ნიშნად.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5350&search= ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის დეტალებს ამჟღავნებს]</ref>
 
შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობები დაიწყო [[ზუგდიდი|ზუგდიდში]], [[თელავი|თელავში]], რასაც შედეგად მოჰყვა შევარდნაძის მოკავშირის, თელავის გამგებლის, მედეა მეზვრიშვილის გადადგომა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5334&search= შევარდნაძის მოკავშირე და თელავის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა]</ref> საპროტესტო აქციები გაიმართა [[რუსთავი|რუსთავში]], [[ახალციხე]]ში, [[ფოთი|ფოთში]]. [[აბაშა]]ში მასწავლებლების, [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] კი ექიმების გაფიცვა გაიმართა. [[19 ნოემბერი|19 ნოემბერს]] აქცია გაიმართა [[ბოლნისი|ბოლნისში]], სადაც მომიტინგეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5385&search= ბოლნისში ათობით ადამიანი დაშავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევისას]</ref> 13-17 ნოემბერს საპროტესტო აქციები იმართებოდა [[ჰამბურგი|ჰამბურგში]], [[ლონდონი|ლონდონსა]] და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა [[თსუ]]-ს სტუდენტების ნაწილიც.<ref>"თსუ სტუდენტების ნაწილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა" - ,,ახალი თაობა”. 2003წ. 18 ნოემბერი. გვ.2</ref>