თემურ ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი დაცარიელდა
ხაზი 1:
[[სურათი:თემურ ჩხეიძე.jpg|thumb|თემურ ჩხეიძე]]
'''თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე''' (დ. [[18 ნოემბერი]], [[1943]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981).
 
 
 
1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. საუკეთესო დადგმები: ჯ. მონიავას "კორპუსი 5, ოთახი 55", ვ. დასრასელის "კიკვიძე" და სხვა (ზუგდიდის თეატრი), ი. ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი", დ. კლდიაშვილის "უბედურება" სხვა (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი); ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", დ. კლდიაშვილის ([[სტურუა, რობერტ რობერტის ძე|რ. სტურუასთან ერთად]]), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და სხვა (რუსთაველის სახელობის თეატრი); ჰ. იბსენის "მოჩვენებანი", ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა", შექსპირის "ოტელო", მ. ლერმონტოვის "თავადის ასული მერი" და სხვა (კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში დადგა სპექტაკლი მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" (1982). შექმნა სატელევიზიო სპექტაკლები და ვიდეოფილმები ( მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", "თეთრი კურდღელი", ნ. დუმბაძის "კუკარაჩა", "მარადისობის კანონი"). გადაღებულია კინოფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (გიორგი თორელი, [[ლენინური პრემია]], 1986). დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის"]] ორდენით.
 
==ლიტერატურა==
* ''ცუცქირიძე შ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 174, თბ., 1987
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://burusi.wordpress.com/კინო/თემურ-ჩხეიძე/ თემურ ჩხეიძე, ცხოვრება, შემოქმედება, ფოტოგალერეა]
 
{{DEFAULTSORT:ჩხეიძე, თემურ}}
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:"საპატიო ნიშნის" ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1943]]
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
[[ru:Чхеидзе, Темур Нодарович]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურ_ჩხეიძე“-დან