Auto Bild საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ჟურნალი | სათაური = Auto Bild საქართველო | გარეკანი = [[ფაილი...
(განსხვავება არ არის)

10:48, 1 მაისი 2010-ის ვერსია

Auto Bild საქართველო არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი გერმანულ ჟურნალ Auto Bild-ის ქართული გამოცემა. ჟურნალი AUTO BILD 1986 წელს გერმანიაში დაარსდა და გამოსცემს ევროპის უმსხვილესი საგამომცემლო სახლი Axel Springer, რომელიც მთლიანობაში 150-მდე დასახელების ჟურნალსა და გაზეთებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უშვებს.

Auto Bild საქართველო
ენა ქართული
მთავარი რედაქტორი შალვა ბუაჩიძე
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Media Management Service LTD
ქვეყანა საქართველო
რედაქციის მისამართი 20350, თბილისი
პუბლიკაციის ისტორია გამოცემაშია 2008 წლიდან
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1987-6165

Auto Bild-ი საქართველოში

2008 წლის 1 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“გაიმართა „Auto Bild საქართველოს“ პრეზენტაცია. ჟურნალის გამოსვლის აღსანიშნავად, თბილისის ქუჩებში მოეწყო რარიტეტული და ახალი მანქანების მსვლელობა. გერმანიიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც მაღალი შეფასებები მისცეს ჟურნალის პირველ ნომერს. „შერატონში“ ქართული საავტომობილო სამყაროს და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გათამაშდა პარიზის 2008 წლის ავტოშოუს საგზური.

თბილისის ავტოშოუ

 
AutoBild საქართველოს გარეკანი

80-იან წლებში, სასტუმრო ივერიასთან (ვარდების მოედანზე) იმართებოდა ავტომობილების გამოფენა. გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა, თბილისს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მეზობელი ტვეყნებიდანაც კი სტუმრობდნენ. ამ ტრადიციის აღდგენა „AUTO BILD საქართველომ“ ითავა და 2008 წელს, სურვილი რეალობად აქცია. თბილისობის ფარგლებში გაიმართა გრანდიოზული ავტოშოუ, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მა ანტიკვარულმა და ხელნაკეთმა მანქანამ.

ოქროს საჭე

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილს ავლენს. გერმანული Auto Bild და მისი თანამოძმე, ევროპის 25 ქვეყნის გამოცემა ერთობლივად ავლენენ წლის საუკეთესო ავტომობილს. 2009 წლიდან კონკურსში მონაწილეობას „Auto Bild საქართველოც“ იღებს. შესაბამისად, ჟურნალის მკითხველებს თავისი წვლილი შეაქვთ ამ დიდ კონკურსში, რასაც „ოქროს საჭე“ ჰქვია.

ბმულები