ჰასან ნასრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-სურათი
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
[[ფაილი:Sayyed_Nasrullah_childhood.jpg|thumb|left|300px|სეიდი ჰასან ნასრულა, დაახლოებით 7 წლის ასაკში]]
 
დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს პატარა შიიტურ სოფელ ბაზურიათში, ჰასანი იყო უფროსი რვა შვილიდან (სამი ვაჟი და ხუთი ქალი). მამამისი, სეიდი აბდულ–ქარიმ ნასრულა [[ბეირუთი|ბეირუთში]], ე.წ. კარანტინის გარეუბანში მუშაობდა და პატარა ჰასანიც თავისთან წაიყვანა. ხუთი წლის ჰასანი შევიდა ალ–ქიფათის სკოლაში, ხოლო როდესაც 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ოჯახი ისევ ბაზურიათში დაბრუნდა, სადაც ჰასანი გაწევრიანდა [[ამალი|ამალში]]. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი დანიშნეს ამალის ბაზურიათის განყოფილების ორგანიზატორად, ამავე დროიდან სეიდი ნასრულა იწყებს ისლამური თეოლოგიის შესწავლას. 1976 წელს [[ტვიროსი|ტვიროსში]] სეიდი ნასრულა შეხვდა შაიხ [[სეიდ მუჰამად ალ–ღარავი|მუჰამად ალ–ღარავის]], რომელიც დაეხმარა მას [[ნაჯაფი|ნაჯაფში]] გამგზავრებაში. სეიდი ნასრულაც გაემგზავრა ნაჯაფში, სადაც იგი შეხვდა აიათოლა ალ–უზმა სეიდ მუჰამად ბაყირ ას–სადრს, რომელთანაც დაიწყო ფიყჰის შესწავლა. 1978 წელს, როდესაც [[ერაყი|ერაყში]] [[შიიტი]] სასულიერო პირებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაიწყო რეპრესიები, აიათოლა ას–სადრის მოთხოვნით სეიდმა ნასრულამ და [[აბას ალ–მუსავი|სეიდმა აბას ალ–მუსავიმ]] დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ [[ლიბანი|ლიბანში]]. ლიბანში ორივენი [[ბაალბექი|ბაალბექის]] იმამ მუნთაზარის სახელობის სასწავლებელში აგრძელებენ მოღვაწეობას. ასევე სეიდი ნასრულა წინ მიიწევს პოლიტიკურ კარიერაშიც და იღებენ ამალის პოლიტბიუროში. 1982 წელს, [[ისრაელი]] [[ოპერაცია მშვიდობა გალილეას|შეიჭრა]] ლიბანში. ამალის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ფაქტს არ შეხვდა ისე, როგორც, რიგი ამალელების აზრით, სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ამალის წევრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის სეიდმა ნასრულამ, დასტოვეს ამალი და დააარსეს ახალი ორგანიზაცია [[ჰეზბოლა]]. სეიდი ნასრულა დაინიშნა [[ბიქაას რეგიონი|ბიქაას]] რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰასან_ნასრულა“-დან