რობერტ პილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
1822 წელს, რობერტ პილი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე მან რამოდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. მათ შორის იყო მეტროპოლიტენის პოლიციის ჩამოყალიბება (მეტროპოლიტენის აქტი 1829), კრიმინალური იურისპუნდენციის რეფორმა და შეამცირა იმ დანაშაულთა რაოდენობა, რომლებიც სიკვდილით დასჯად დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. მან ასევე განახორციელა სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმა, პატიმართათვის განათლების მიცემის დაწყებით და ზოგიერთი პატიმრისათვის ხელფასის დანიშვნით.
მას შემდეგ რაც ლორდი ლივერპული უძლური შეიქმნა შეესრულებინა პრემიერის ფუნქციები, იგი პოსტზე ჯორჯ კანინგმა შეცვალა, რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომა მოყვა. პილს და კანინგს კათოლიკეთა ემანსიპაციის თემაზე საპირისპირო მოსაზრებები გააჩნდათ; პილი ემანსიპაციის ერთ-ერთი ცნობილი ოპონენტი იყო, მანინგი კი ემხრობოდა ემანსიპაციას. პრემიერი ჯორჯ მანინგი ოთხ თვეში გარდაიცვალა, პრემიერის პოსტი მცირე ხნით ლორდ გოდერიჩმა დაიკავა. თუმცა, იგი მალე შეცვალა პილის დიდი ხნის მხარდამჭერმა ლორდ უელინგტონმა რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნება მოყვა.
 
==გარდაცვალება==
891

რედაქტირება