მექსიკის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
 
===მეოთხე ეტაპი===
[[ვიქტორიანო უერტა]]ს მთავრობის დამხობის შემდეგ ფ. ვილიამ და ე. საპატამ მოსთხოვეს კარანსას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა. რაზეც უარი მიიღეს. ამის საპასუხოდ ქ. [[აგუასკალიენტესი (ქალაქი)|აგუასკალიენტესში]] მოწვეულ იქნა ეროვნული კრება, რომელმაც კარანსას ჩამოართვა უმაღლესი ხელისუფლება და დროებით პრეზიდენტად აირჩია [[ეულალიო გუტიერესი]]. [[1914]] წლის დეკემბერში ვილიასა და საპატას არმიებმა დაიკავეს დედაქალქი და შექმნეს დროებითი მთავრობა. მაგრამ მალე გუტიერესი კარანსას მიემხრო.
 
გლეხთა ბელადების გავლენის შესუსტებისა და დროის მოგების მიზნით კარანსამ [[1915]] წელს გამოსცა კანონი საგლეხო რეფორმის შესახებ, რომელმაც რევოლუციას ჩამოაშორა ფართო მასები და შეასუსტა მათი პოზიციები. კარანსამ შეტევა წამოიწყო უკვე შესუსტებული საპატას და ვილიას ძალების წინააღმდეგ. საპატა ბლოკირებულ იქნა [[მორელოსი (შტატი)|მორელოსის]] შტატში, ხოლო ფ. ვილია გაიქცა აშშ-ს საზღვრისაკენ.
 
[[1917]] წელს დამფუძნებელმა კრებამ მძაფრი განხილვების ფონზე მიიღო კრების მემარცხენე ფრთისა დ მისი ლიდერის [[ფრანსისკო მუხიკა]]ს მიერ შემუშავებული კონსტიტუცია.
 
==სქოლიო==