შიიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
==იმამთა ხელისუფლება==
 
==არქანუსულ ალ–'იმან და არქანფურუ' ად–დინ==
 
შიიტური რწმენით, არსებობს ხუთი უსულ ალ–'იმან (أصول الدين; ან უსულ ად–დინ – أصول الدين რწმენის საფუძვლები) და ათი ფურუ' ად–დინ (فروع الدین; რწმენის გამოხატულება).
ხაზი 51:
 
===რწმენის გამოხატულებანი===
 
გარდა რწმენის საფუძვლებისა, არსებობს რწმენის გამოხატულებანი, რომელიც შიიტების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და განსაზღვრავს კიდეც მას.
 
===='იმანი====
 
[[არაბული ენა|არაბ]] إيمان‎‎; დარწმუნება უსულ ალ–'იმანსა და მათში ეჭვის შეუტანლობა.
 
====სალათი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] صلاة; ლოცვა. ხუთჯერადი სარიტუალო ლოცვა დღის განმავლობაში კონკრეტულ დროზე.
 
====საუმი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] صوم; მარხვა რამადანის თვეში. მარხვა გრძელდება მზის ამოსვლიდან (როსედაც უკვე შესაძლებელი ხდება გაარჩიო თეთრი ძაფი შავისაგან) მზის ჩასვლამდე (როდესაც იგივე მოქმედება შეუძლებელი ხდება), ასევე მარხულობენ მუჰარსმის პირველ ათ დღეს, დაშვებულია ნებაყოფლობითი მარხვა ნებისმიერ დროს გარდა [[აიდულ–ფიტრი]]სა.
 
====ჰაჯი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] حج; [[მექა|მექისა]] და [[მედინა|მედინის]] მოლოცვა, ასევე არსებობს დიდი ჰაჯი, როდესაც მორწმუნემ უნდა მოილოცოს შემდეგი ქალაქები: მექა, მედინა, [[იერუსალიმი]], [[ნაჯაფი]], [[ქარბალა]], [[ყუმი]] და [[მეშჰედი]].
 
====ზაქიათი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] زكاة‎; გადასახადი, რომელსაც მორწმუნე იხდის უმწეოთა და უპოვართა სასარგებლოდ. ასევე ამ გადასახადში შედის ხუმსი ([[არაბული ენა|არაბ.]] خمس; ერთი მეხუთედი გადასახადი ღანიმადან ([[არაბული ენა|არაბ.]] غَنيمَة; გულისხმობს დიდ საშოვარს, ასევე საომარ ალაფს, დავლას).
 
====ჯიჰადი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] جهد; ბრძოლა ღვთის საამებლად. არსებობს სხვადასხვა ჯიჰადები – მაგ: დიდი ჯიჰადი, სულის განსამტკიცებლად ბრძოლა, სიტყვის ჯიჰადი – ისლამის გავრცელება სიტყვით, მისიონერობა, ცოდნის ჯიჰადი – მეცნიერი, რომელიც სწავლობს ისლამს და მონაწილეობს თეოლოგიურ კამათებში, მცირე ჯიჰადი – ფიზიკური ბრძოლა ისლამისთვის, ასევე გამოჰყოფენ ქალთა ჯიჰადს – ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ისლამური რწმენით.
 
====ამრ ბი ალ–მა'რუფი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] امر بالمعروف; სიკეთის თესვა; სამართლიანობის მხარდაჭერა.
 
====ნაჰი 'ან ალ–მუნქარი====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] نهي عن المنكر; ბოროტის და უსამართლობის უარყოფა, ხელისშეშლა და წინააღმდეგობის გაწევა.
 
====თავალა====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] تولّى‎; მუჰამადის სახლეულის პატივისცემა.
 
====თაბარა'====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] تبرأ; მუჰამადის სახლეულის მოწინააღმდეგეთაგან თავის შორს დაჭერა.
 
 
==გავრცელება თანამედროვე მსოფლიოში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიიზმი“-დან