რობერტ პილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''სერ რობერტ პილი, მეორე ბარონეტი''' (დ. 5 თებერვალი 1788 - გ. 2 ივლისი 1850) იყო [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი]] 1834-1835 და 1841-46 წლებში. პილის ყველაზე დიდ დამსახურებად დაკნინებული ტორების პარტიიდან თანამედროვე კონსერვატიული პარტიის და, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, პოლიციის კონცეპტის შექმნა ითვლება (პოლიციელებს ინგლისში მეტსახელად დღემდე ეძახიან "bobbies," რომელიც სახელი რობერტის შემოკლებული ფორმაა, ირლანდიაში კი პილერებს). 1846 წელს, რობერტ პილმა და მისი მომხრეების ფაქციამ კონსერვატიული პარტია დატოვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ინდივიდუალურ პოლიტიკურ ერთეულად - პილისტებად, მოღვაწეობდნენ. 1859 წელს, პილისტებმა რადიკალებთან და ვიგებთან შეერთების შედეგად ბრიტანეთის ლიბერალური პარტია ჩამოაყალიბეს, თუმცა ამ დროს რობერტ პილი უკვე გარდაცვლილი იყო.
 
 
==ბიოგრაფია==
 
==ადრინდელი პოლიტიკური კარიერა==
 
რობერტ პილის პოლიტიკური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. პილი 21 წლის ასაკში იქნა არჩეული [[ჯიბის ოლქი|ჯიბის ოლქის]] ქაშელის წარმომადგენლად [[თემთა პალატა (გაერთიანებული პალატასამეფო)|პარლამენტში]]. საკუთარი მამის გარდა, პილის სპონსორი იყო სერ ართურ უელზლი, მომავალი უელინგტონის თავადი, რომელთანაც მომდევნო 25 წლის განმავლობაში პილის პოლიტიკური კარიერა მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული. პილის ორატორული დებიუტი პარლამენტის 1810 წლის სესიის გახსნისას შედგა, როდესაც იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა სპენსერ პერსევალმა მეფის სიტყვისათვის საპასუხო სიტყვის წარმოთქმა რობერტ პილს დაავალა. მის სიტყვას ბრიტანეთის პარლამენტში სენსაცია მოყვა. პარლამენტის სპიკერის ჩარლზ აბოტის განცხადებით პილის სიტყვა იყო "საუკეთეო სადებიუტო გამოსვლა, უილიამ პიტის შემდეგ."
 
 
891

რედაქტირება