უილიამ გლადსტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
გლადსტონის პოლიტიკური კარიერა პარლამენტის წევრობით დაიწყო, 1832 წელს. თავდაპირველად გლადსტონი უმაღლესი კონსერვატორი იყო, თუმცა [[სერ რობერტ პილი|სერ რობერტ პილის]] კაბინეტში მსახურობის პერიოდში იგი უფრო ლიბერალური გახდა. 1846 წელს პილმა და კონსერვატიული პარტიის ერთმა ფაქციამ, მათ შორის გლადსტონმაც, განხეთქილების შედეგად პარტია დატოვეს და [[პილისტი|პილისტებად]] იქცნენ. 1859 წელს, პილისტებმა, რადიკალებმა და ვიგების პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთობლივად დაარსეს ბრიტანეთის ლიბერალური პარტია, რომელიც 1915 წლამდე უმეტესი დრო ბრიტანეთის მმართველი პარტია იყო. გლადსტონმა სახელი გაითქვა, როგორც განსაკუთრებით ეფექტურმა ფინანსთა მინისტრმა, [[ლორდი აბერდინი|ლორდი აბერდინის]] 1852-55 წლების კაბინეტში. თუმცა 1855 წელს, აბერდინის მთავრობა დამარცხდა, გლადსტონმა კი უარი განაცხადა [[ლორდი პალმერსტონი|ლორდ პალმერსტონის]] მთავრობაში მსახურობაზე და ოპოზიციაში გადაინაცვლა. თუმცა, ყველასათვის გასაკვირად და იმ ანტიპათიის მიუხედავად, რაც მას პალმერსტონის მიმართ გააჩნდა, 1859 წელს გლადსტონი მაინც შეუერთდა პრემიერ პალმერსტონის მთავრობას, ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
 
უილიამ გლადსტონი ცნობილია მისი ანტიპათით კონსერვატიული პარტიის ლიდერის [[ბენჯამინ დიზრაელი]]ს მიმართ. მათი პაექრობა არამარტო პოლიტიკური, არამედ პირადიც იყო და რამოდენიმე [[დეკადა]] გასტანა. გლადსტონს არც [[დედოფალი ვიქტორია|დედოფალ ვიქტორიასთან]] ქონია შეხმატკბილებული ურთიერთობა. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ეწყობოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც [[პრინცი ალბერტი|პრინც ალბერტის]] გარდაცვალებით ღრმად დამწუხრებულ დედოფალს გლადსტონი აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფო საქმეებში ხელახლა აქტიურად ჩართვისაკენ, დედოფალსა და მას კარგი ურთიერთობა აღარ ქონიათ. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ დედოფალ ვიქტორიას გლადსტონის ოპონენტის, დიზრაელის მიმართ დიდი სიმპათია გააჩნდა.