უილიამ გლადსტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
'''უილიამ ევარტ გლადსტონი''' (დ. [[29 დეკემბერი]], [[1809]] — გ. [[19 მაისი]], [[1898]]) იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი, ოთხგზის [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი|ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი]] (1868-1874, 1880-1885, 1886 და 1892-1894 წლებში), ასევე ოთხგზის ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი (1853-1855, 1859-1866, 1873-1874, და 1880-1882 წლებში). უილიამ გლადსტონი ერთადერთი ბრიტანელი პოლიტიკოსია, ვისაც პრემიერ-მინისტრად ოთხგზის უმსახურია. გლადსტონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საბოლოოდ 1894 წელს, 84 წლის ასაკში გადადგა, რითაც მან ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმული პრემიერის ტიტული დაიმსახურა.
 
გლადსტონის პოლიტიკური კარიერა პარლამენტის წევრობით დაიწყო, 1832 წელს. თავდაპირველად გლადსტონი უმაღლესი კონსერვატორი იყო, თუმცა [[სერ რობერტ პილი|სერ რობერტ პილის]] კაბინეტში მსახურობის პერიოდში იგი უფრო ლიბერალური გახდა. 1846 წელს პილმა და კონსერვატიული პარტიის ერთმა ფაქციამ, მათ შორის გლადსტონმაც, განხეთქილების შედეგად პარტია დატოვეს და [[პილისტი|პილისტებად]] იქცნენ. 1859 წელს, პილისტებმა, რადიკალებმა და ვიგების პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთობლივად დაარსეს ბრიტანეთის ლიბერალური პარტია, რომელიც 1915 წლამდე უმეტესი დრო ბრიტანეთის მმართველი პარტია იყო. გლადსტონმა სახელი გაითქვა, როგორც განსაკუთრებით ეფექტურმა ფინანსთა მინისტრმა, [[ლორდი აბერდინი|ლორდი აბერდინის]] 1852-55 წლების კაბინეტში. თუმცა 1855 წელს, აბერდინის მთავრობა დამარცხდა, გლადსტონმა კი უარი განაცხადა [[ლორდი პალმერსტონი|ლორდ პალმერსტონის]] მთავრობაში მსახურობაზე და ოპოზიციაში გადაინაცვლა. თუმცა, ყველასათვის გასაკვირად და იმ ანტიპათიის მიუხედავად, რაც მას პალმერსტონის მიმართ გააჩნდა, 1859 წელს გლადსტონი მაინც შეუერთდა პრემიერ პალმერსტონის მთავრობას, ფინანსთა მინისტრის პოსტზე.