ჰამასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
1111750 ცვლილების გაუქმება Sayfulhaqq-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 1:
[[File:Flag of Hamas.svg|thumb|180px|ჰამასის დროშა]] '''ჰამასი''' [[აკრონიმი|აკრონიმია]] "ჰარაქათ ალ–მუყაუმმათ ალ–ისლამიიათ"-ისა (არაბ.: حركة المقاومة الاسلامية, პირდაპირი მნიშვ.: "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"), და წარმოადგენს [[პალესტინა|პალესტინის]] [[ისლამიზმი|ისლამისტურ მოძრაობას]], რომელიც მჭიდრო კავშირშია [[მუსლიმანური საძმო|მუსლიმანურ საძმოსთან]]. მისი ოფიციალური მიზანია პალესტინის განთავისუფლება სიონისტური ოკუპაციისაგან.
 
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული [[ევროკავშირი|ევროკავშირის]], [[კანადა|კანადის]], [[აშშ]]-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა [[გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია|გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის]], [[საერთაშორისო ამნისტია|საერთაშორისო ამნისტიისა]] და [[ჰუმან რაითს ვოჩი]]ს მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ მიმდევრები ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც, და პალესტინის დიასპორაში სხვა ქვეყნებში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევითა და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.
 
ჰამასის ლიდერების განადგურების მცდელობები გატარებულ იქნა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა მეთოდებითაც, მათ შორის ავტომანქანათა აფეთქებით, ცეცხლსასროლი იარაღით, მომწამვლელი ინიექციებით [[მოსადი|მოსადის]] აგენტების მიერ ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს გარეთ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰამასი“-დან