განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
==განადგურებული საზღვარგარეთული ნაწარმოებები==
 
°*[[ნიკოლაი გოგოლი|ნიკოლაი გოგოლმა]] [[მკვდარი სულები|მკვდარი სულების]] მეორე ტომი ცეცხლში დაწვა. რუსულმა ლუტერატურათმცოდნეობამ ამ ფაქტს ასეთ ახსნა მისცა: [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] სიცარიელე იხილა, განიცადა და ეს ვერ გადაიტანაო
 
°*[[1866]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვალს]] [[ფიოდორ დოსტოევსკი]] მეგობარს სწერდა, რომანი [[დანაშაული და სასჯელი]] დავწვიო: „მე თვითონ არ მომეწონა. ახალმა გეგმამ გამიტაცა და თავიდან დავიწყე“.
 
°*[[რობერტ ლუი სტივენსონი|რობერტ ლუი სტივენსონის]] ცოლმა მისი რომანის „დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“ პირველი ხელნაწერი დაწვა. სტივენსონების მეგობრისადმი მიწერილ წერილში უ.ე. ჰენგოი ამას იმით ხსნის, რომ წიგნი სრული სისულელის ნაზავი იყო.
 
°*ბევრი რამ არ შემორჩა [[მორის მეტერლინკი|მორის მეტერლინკის]] პირველ ნაწარმოებთაგან, რადგან თვით ავტორის მიერ განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ფრაგმენტები.
 
°*[[ფრანც კაფკა]] თავის მეგობარს [[მაქს ბროდი|მაქს ბროდს]] ანდერძში სთხოვდა, დაეწვა რომანები [[ამერიკა]], [[პროცესი]], [[ციხე–სიმაგრე]] და მოთხრობების კრებული „ჩინეთის კედლის მშენებლობაზე“. მაქს ბროდმა არ შეასრულა ანდერძი და [[1925]]–[[1931]] წლებში გამოსცა წიგნები, რამაც კაფკას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
 
°*[[მიხეილ ბულგაკოვი|მიხეილ ბულგაკოვმა]] რომანის [[ოსტატი და მარგარიტა]] პირველი რედაქცია გაანადგურა: „და მე ჩემი ხელით ვისროლე ცეცხლში ეშმაკზე რომანის შავი პირი“! დამწვარი რომანისაგან წინასწარი მონახაზის შავი პირი, დახეულფურცლებიანი ორი საერთო რვეული და მესამე რვეულის დაფლეთილი პატარა კონაღა შემორჩა. მწერალმა რამდენიმე წლის დღიური, თეთრი გვარდიის მეორე და მესამე ტომის შავი ვარიანტები და ბევრი სხვა რამაც გაანადგურა.
 
°*[[ბორის პასტერნაკი|ბორის პასტერნაკის]] პიესა „ამ ქვეყანაზე“ [[ალექსანდრე ფადეევი|ალექსანდრე ფადეევმა]] „ჩვენი დროისათვის უხერხულად“ მიიჩნია და ავტორმაც პიესა გაანადგურა, თუმცა ზოგიერთი სცენა შემდეგ [[ექიმი ჟივაგო|ექიმ ჟივაგოში]] გამოიყენა.
 
º*[[ანა ახმატოვა|ანა ახმატოვამ]] გაანადგურა თავისი ნაწარმოებები „რუსული ტრიანონი“ და „ჩემი ახალგაზრდა ხელები“. ისინი მხოლოდ ნაწყვეტებად შემორჩა.
 
°*ენათმეცნიერის, მწერლისა და ეთნოგრაფის [[ვლადიმერ დალი|ვლადიმერ დალის]] რუსული ზღაპრების პირველ კრებულში ცენზურამ ხელისუფლების კრიტიკა დაინახა, ამიტომაც ტირაჟი მთლიანად ამოიღეს და გაანადგურეს.
 
==ლიტერატურა==