ლეზგები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ლეზგების დროშა [[ფაილი:Starik lezgin.JPG|thumb|ლეზგი მო...
(განსხვავება არ არის)

00:45, 22 აპრილი 2010-ის ვერსია

ლეზგები (საკუთარი სახელწოდება лезгияр ლეზგიარ) — უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი (2002)[1], აზერბაიჯანში 178 ათასი (1999)[2]. ლაპარაკობენ ლეზგიურ, აგრეთვე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებში.

ლეზგების დროშა
ლეზგი მოხუცი კაცი

მორწმუნე ლეზგები მუსულიმან-სუნიტები არიან.

ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ლეგი. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი აზერბაიჯანის (ყუბის, დერბენდის და სხვა სახანოებში) ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა მიწათმოქმედება, მებაღეობა და მეცხოველეობა. ნაწილი დასქმებულია მრეწველობაში.

სქოლიო

  1. http://www.perepis2002.ru/content.html?id=11&docid=10715289081463
  2. http://www.eurasianet.org/resource/azerbaijan/hypermail/200103/0062.html

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  • {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}}

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }} ლეზგების საინფორმაციო პორტალი