სპორტული სროლა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სპორტული სროლა''' ანუ იგივე '''სასროლო სპორტი''' არის საერთაშორ...
(განსხვავება არ არის)

15:01, 19 აპრილი 2010-ის ვერსია

სპორტული სროლა ანუ იგივე სასროლო სპორტი არის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი რიგი დისციპლინები. ამ სახეობაში შედიან სპორტული შაშხანების, პისტოლეტების, მშვილდისა და არბალეტის მთელი რიგი კატეგორიები. ყველა დისციპლინას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები, მიუხედავად იმისა, სასროლო იარაღებს სამხედრო თუ სანადირო წარმომავლობა აქვთ, ისინი აბსოლიტურად გამოსადეგია სამოქალაქო სპორტულ ღონისძიებებში გამოსაყენებლად.


ისტორია

ოლიმპიური წარსული

სპორტული სროლა ჯერ კიდევ პირველ, ათენის ოლიმპიადაზე 1896 წელს იქნა ოლიმპიურ დისციპლინად დადგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო, რომ ოლიმპიური თამაშების სულის ჩამდგმელი პიერ დე კუბერტენი თავად იყო პისტოლეტით მსროლელი. პროგრამაში ხუთი დისციპლინა შედიოდა, უმტესწილად სამხედრო იარაღი გამოიყენებოდა. ჩატარდა ორი შაშხანის და სამი პისტოლეტის ჩემპიონატი.

ორგანიზაციები

საერთაშორისო სპორტული სროლის ფედერაცია

International Shooting Sport Federation (შემოკ. ISSF) არის უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტულ სროლაში. იგი აწყობს ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატებს და მსოფლიო თასებს, საიდანაც შემდგომ სპორტსმენები ოლიმპიურ ლიცენზიებს იღებენ. ISSF მოიცავს მხოლოდ შემდეგ სახეობებს: შაშხანა, თოფი და პისტოლეტი.

საერთაშორისო მშვილდოსნობის ფედერაცია

Fédération Internationale de Tir à l’Arc (შემოკ. FITA) არის უმაღლესი ორგანიზაცია მშვილდოსნობაში. იგი წარმართავს მსგავსად ISSF-სა მშვილდოსნობის ყველა ღონისძიებას.

იარაღი

საერთაშორისო დისციპლინები

ოლიმპიური დისციპლინები

მშვილდოსნობა

შაშხანა

შაშხანას დაახლოებით 700 წლიანი ისტორია აქვს. სპორტული დისციპლინაბი მოიცავს შემდეგ იარაღებს: პნევმატური, მცირეკლაბრიანი, მსხვილკალიბრიანი და სამსახურეობრივი. სასროლო მანძილების სიშორე დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე.

პისტოლეტი

ბმულები