მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:Pyotr Nikolayevich Gruzinsky - The mountaineers leave the aul.jpg|thumb|300px|„მთიელები სოფელს ტოვებენ“, [[პეტრე გრუზინსკი]].]]
'''მუჰაჯირობა''', [[კავკასია|კავკასიის]] მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება [[ოსმალეთის იმპერია]]ში XIX საუკუნეში. მუჰაჯირობა დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით [[პმო|I მსოფლიო ომამდე]] გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან1877—1878ომთან]]. მუჰაჯირობამ მოიცვა [[აბაზები]], აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, [[უბიხები]], [[ჩაჩნები]], [[ყარაჩაელები]], [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[აფხაზები]] და დამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი [[ქართველები]]. ოსმალეთი ცდილობდა [[მუჰაჯირები]]ს დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სამხრედრო-სტრატეგიული მდგომარეობით.
 
ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებულ ეკონომიკური მიზნებთან ერთად ესწრაფოდნენ რუსეთის დასუსტებასა და კავკასიიდან მის განდევნას. როდესაც კავკასიის ომში რუსეთის გამარჯვება აშკარა გახდა, კავკასიელ მუსლიმან მთიელებში ოსმალეთში გადასახლების იდეის გაძლიერებული პროპაგანდა დაიწყო. მთიელთა სოციალური ზედაფენებს ეშინოდათ, რომ ისინი სოციალური და პოლიტიკური პრივილეგიებს დაკარგავდნენ და ოსმალეთში გადასახლება ხსნის ერთ-ერთ გზად მიაჩნდათ. სასულიერო წრეები მორწმუნეებს აშინებდნენ, რომ რუსეთი მათ რელიგიის გრძნობებს შეურაცყოფდა, ძალად გააქრისტიანებდა მათ და ა. შ. ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ემისრები არწმუნებდნენ შევისროებულ მთიელებს, რომ ერთმორწმუნე ოსმალეთი მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეუქმნიდა, მუჰაჯირობას ხელი შეუწყო აგრეთვე ომის შედეგად შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა და ცარიზმის ანტიხალხურმა პოლიტიკამ. რუსეთი მატერიალურ და მორალურ დახმარებას აღუთქვამდა თურქეთს გადასახლებულთა მიღება-დაბინავების სანაცვლოდ.
ანონიმური მომხმარებელი