მაქსიმე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მაქსიმე II''' (აბაშიძე) (― † [[30 მაისი]]. [[1795]]), დასავლეთ საქართველოს [[კათალიკოს-პატრიარქი]] [[1776]]-95, ქუთათელი - ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით [[1759]]-81. [[1770]]-მდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. [[1777]] გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათალიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. [[1781]] [[სოლომონ I]]-თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქარტველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა [[1784]], სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ. [[1768]]-69 მაქსიმე II სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, [[1784]]-86 კი - დავით II-ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. [[1792]] შემდეგ კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩერის ლავრაში.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაქსიმე_II“-დან