არსენა ოძელაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
+ ბმული
ხაზი 1:
'''ოძელაშვილი, არსენა''', ''არსენა მარაბდელი'' (* დაახლ. [[1797]], სოფ. [[მარაბდა]] ― † [[1842]], [[მცხეთა]]), ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი. თავად ზაალ ბარათაშვილთან კონფლიქტის გამო ჭაბუკი ოძელაშვილი ტყეში გაიჭრა. იგი ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას და სხვა. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონიური პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ-ვაჭრებს. ოძელაშვილი ძალიან პოპულარული იყო საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეში. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. ოძელაშვილის ანტიფეოდალური პროტესტი გლეხთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. პოლიცია სასტიკად დევნიდა; ერთხელ მცხეთის მახლობლად მარტო მიმავალი რუსეთის ჯარის ნაწილებს წააწყდა და მოკლეს. ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელი არის გიორგი კუჭატნელი. ოძელაშვილის სახელი ხალხმა უკვდავყო. მისსავე სიცოცხლეში შეიქმნა ხალხური ეპოსი [[არსენას ლექსი|"არსენას ლექსი"]]. სახალხო მგოსნები და მომღერლები მის სადიდებელ ლექსებსა და სიმღერებს საჯაროდ ასრულებდნენ. ქართულმა მწერლობამ და ხელოვნებამ ([[ჭავჭავაძე, ილია | ი. ჭავჭავაძე]], [[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთელი]],[[ ჯავახიშვილი, მიხეილ | მ. ჯავახიშვილი]], [[შანშიაშვილი, სანდრო | ს. შანშიაშვილი]], [[ლეონიძე, გიორგი | გ. ლეონიძე]], [[ჭიაურელი, მიხეილ | მ. ჭიაურელი]]) უკვდავყო თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი.