პეტრეს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''პეტრეს ციხე''', შუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ლიკანი]]სლიკანის პირდაპირ, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე.

პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა [[ავალიშვილები|ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს]]. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას.
 
XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ [[თორა|თორის]] დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.
Line 8 ⟶ 10:
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრეს_ციხე“-დან