სესილია თაყაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
 
1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("[[ჭირვეული მეზობლები]]", 1949), ვასასის ("[[ჩვენი ეზო]]", 1956), ელპიტეს ("[[საბუდარელი ჭაბუკი]]", 1956), ოლღას ("[[მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)|მე, ბებია, ილიკო და ილარიონი]]", 1962), ბორდოხანის ("[[დიდოსტატის მარჯვენა]]", 1969), მარადიას ("[[ნატვრის ხე]]", 1977), ასინეთას ("[[დათა თუთაშხია]]") და სხვა როლები. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით.
 
დაკრძალულია თბილისში, [[პანთეონი (საბურთალო)|საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].