მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

1947 წელს ციურიხში ის [[ბერტოლტ ბრეხტი|ბერტოლტ ბრეხტს]] შეხვდა. 1951 წელს ფრიში როქფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი [[აშშ]]-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
 
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), „Homo[[Homo Faber“Faber (რომანი)|Homo Faber]] (1957 წ.) და „ ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .
 
მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა. [[ფრიდრიხ დიურენმატი|ფრიდრიხ დიურენმატთან]] ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს [[მარბურგის უნივერსიტეტი]]ს მიერ, გერმანია, [[ბირმინგჰემის უნივერსიტეტი]]ს მიერ 1980 წელს და 1987 წელს [[ბერლინის უნივერსიტეტი]]ს მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis 1989 წელს. 1965 წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.
1,436

რედაქტირება