ცაიშის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
# '''სოფრომ ღოღობერიძე''' – ...[[1766]]–[[1777]]
# '''გრიგოლ ჩიქოვანი''' – 1777–[[1823]]
 
== ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლი ==
 
 
ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი ფრესკული მხატვრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის კონქზე შესრულებული ღმრთისმშობლისა და მიქელ-გაბრიელის გამოსახულებები. ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. მარიამის თვალები, სახის ნაკვთები და მდიდრული მოსასხამი ხაზს უსვამს მომხატველი ოსტატის ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობას. ყრმა იესოს სახეში იკვეთება შეწითლებული ლოყები და მოყავისფრო ინტენსიური ჩრდილები.
ღმრთისმშობლის გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს დასავლეთის მკლავის ცილინდრული კამარის მოხატულობა. აქ ცენტრალური ადგილი უკავია სფეროში ჩახატულ ღვთისმშობელს. მარიამის სახე სიმკაცრითა და ძალმოსილებით გამოირჩევა. მისი მუქი, მოყავისფრო-მოწითალო სამოსის მკვეთრი ნაკეცები ხაზს უსვამს მხატვრის რეალისტურ სტილს. ღმრთისმშობელს ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. საგულისხმოა ყრმა იესოს გამოსახულებაც; მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთის¬მშობლის ფონზეა დახატული, მაინც კარგად იკვეთება მისი ფიგურა, რის ხელშემწყობ პირობადაც მძაფრი კონტურები, თეთრი სამოსი და ოქროს შარავანდი გვევლინება.
შესრულების საუკეთესო რეალისტური სტილით გამოირჩევა აღმოსავლეთ კარიბჭის თაღზე მოთავსებული ჩვენთვის უცნობი სცენა (სამი მამაკაცი მთაში). აქ ყურადღებას იქცევს ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა გამოსახვის მანერა. სცენის კოლორიტი რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული. ახალგაზ¬რდა სახეები შუქჩრდილებით არის გაცხოველებული, მთლიანად სცენა მშვიდია და სათუთხაზოვან რიტმშია შესრულებული.
ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს.
დედოფლის დასავლეთით მოთავსებული მამაკაცის ფიგურა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მას აღმოსავლური ტიპის საკმაოდ მაღალი მოყავისფრო ქუდი ახურავს, რომელიც გეომეტრიული უჯრედებითაა გაფორმებული. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები, შავი წარბ-ულვაში და სწორი ცხვირი პორტრეტს ლირიულ იერს სძენს.
უცნობია გამოსახულ ქტიტორთა ვინაობა. წარწერები სავსებით წაშლილია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ შეიძლება დაგვეხმაროს ტაძრის მოხატვის პერიოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის კათედრის მოხატვა 1616 წელს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აქ იმდროინდელი სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი დაეხატათ.
ლევანი და ნესტან-დარეჯანი მსგავსი ჩაცმულობით წარმოგვიდგება კორცხელის რელიეფურ ხატზე. აქ ყურადღებას იქცევს ნესტანის ისეთივე ჩა¬მოშ¬¬ლილი ნაწნავები, როგორც ფრესკაზე და ლევანის აღმოსავლური ტიპის ქუდი. პატრონიკეში შემორჩენილი მხატვრობიდან გამოვყოფთ წმინდა გიორგის წამების ორ სცენას: პირველზე ასახულია გიორგის მახვილით წამების სცენა. მხატვარს ფერთა საშუალებით გადმოცემული აქვს მოქმედ პირთა ხასიათი. მწვანე პერანგითა და წითელი მოსასხამით შემოსილი ხელაპყრობილი გიორგი დგას ჭაბუკებს შორის, რომლებიც მას მახვილს სცემენ. წმინდანის ნათელ სახეს შარავანდი აცისკროვნებს, მოძალადეთა სახეები კი მუქი ფერებითაა შესრულებული, მათი სამოსელი მოყავისფროა. ფერთა ასეთი განაწილება კარგად ასახავს როგორც მოქმედ პირთა ხასიათს, ასევე მთელი სცენის იდეურ შინაარსს.
წმინდა გიორგის ფრესკული გამოსახულების საპირისპიროდ პატრონიკეს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზედა დიდი ზომის ფრესკა. მოხატულობას დინამიკურ იერს ანიჭებს ლურჯ და მუქ ოქროსფერთა მონაცვლეობა. იესოს სახის რბილი მოდელირება შემსრულებლის ოსტატობაზე მეტყველებს. მაცხოვრის სახის გამომეტყველება მშვიდი და შთაგონებულია.
ამრიგად, შესრულების მანერით, იკონოგრაფიული და სტილის¬ტუ¬რი ნიშნებით ცაიშის მოხატულობას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა მიენიჭოს XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერ¬წერის ნიმუშებს შორის.
 
 
ცაიშის ტაძარი XIV საუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა, როგორც ჩანს, აქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით 6 საფლავია შემორჩენილი. რომლებიც ეკუთვნის დავით დადიანის შვილებს მართას, ნინასა და ალექსანდრეს, “უგანათლებულეს თავად” კონსტანტინე დადიანს.
ცაიშის მონასტერში დაკრძალული ყოფილა უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. მისი საფლავი უნახავს ექ. თაყაიშვილს. მეცნიერი არ მიუთითებს, სად განისვენებდა ეს იერარქი _ ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
ცაიშის სამრეკლოს სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში შემორჩა სამარის ქვა ასომთავრული წარწერით:
#ესე (არ)ს განსას[უე]
#(ნ)ებელი ჩემი [და]
#(მ)ას დავემკვიდ[რო]
#რამეთუ მთნავს.
 
ამ წარწერის შინაარსიდან ბევრი ვერაფერი ირკვევა. სავარაუდოა, რომ იგი ეკვდერში იყო მოთავსებული და პალეოგრაფიული ნიშნებით XIII-XIV სს. განეკუთვნება, მაგრამ ვის ეკუთვნოდა წარწერა, ჯერჯერობით უცნობია. ეს ტექსტი არის 131-ე ფსალმუნის მე-14 მუხლი. მსგავსი შინაარსის წარწერა გვხვდება გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე, სადაც ნათქვამია: `ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს მასს დავემკვიდრო მე~ . ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან V დადიანის სიძე, მანუჩარ შარვაშიძე. ნიკო დადიანის თქმით, იგი აფხაზეთში მოკლეს. დატირების `შემდგომად მოვასვენეთ ეკლესიასა ცაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა~ .
ამდენად, როგორც ზემოთქმულიდან ცხადია, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაიკარგა, ზოგიერთზე კი წარწერები აღარ იკითხება.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია|2}}