ადიღე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ace:Republik Adygea
No edit summary
ხაზი 57:
}}
 
'''რესპუბლიკა ადიღე''', ([[ადიღეური ენა|ადიღ.]] Адыгэ Республик) — [[რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკები|რუსეთის ფედერაციის]] სუბიექტი, რომელიც შედის [[რუსეთის ფედერაციის სამხრეთი ფედერალური ოლქი|სამხრეთ ფედერალურ ოლქში]], [[დედაქალაქი]] - ქ. [[მაიკოპი]]. ესაზღვრება [[კრასნოდარის მხარე]]ს. შეიქმნა [[1922]] წლის 27 ივლისს როგორც ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი.
 
== გეოგრაფიული მდებარეობა ==
რესპუბლიკის ჩრდილოეთი ნაწილი — ვაკეს, სამხრეთი — მთისწინეთს და დიდი [[კავკასიონი]]ს მთებს უჭირავს. ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უჭირავს, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ფართოფოთლოვანი ტყეები ([[წიფელი]], [[მუხა]], [[რცხილა]], [[ნეკერჩალი]], [[იფანი]]). [[ჰავა]] ზომიერად თბილი და ნოტიოა. იანვრის საშუალო ტემპერატურა −2 °C, ივლისში +22 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 700 . ძირითადი მდინარეები: [[ყუბანი (მდინარე)|ყუბანი]], [[ლაბა]], [[თეთრი (ყუბანის შენაკადი)|თეთრი]].
 
== ისტორია ==
ადიღეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის უძველესი კვალი ძვ. ქვის ხანას განეკუთვნება. ცნობილია ქვედა და ზედა პალეოლითის ხანის ნასახლარები. ძვ. წ. III ათასწლეულს ადიღეს ტერიტორიაზე გავრცელებულია [[მაიკოპის კულტურა]]. ადიღეები მეოტების სახელიტაც იყვნენ ცნობილი; მეოტები აერთიანებდნენ კერკეტებს, ზიხებს, ფსესებს, სინდებსა და სხვა ტომებს. ძვ. წ. V საუკუნეს სინდებმა დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს, მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნიდან ისინი ბოსფორის სამეფოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცნენ. მომდევნო საუკუნეებში ადიღეებმა განიცადეს სკვითებისა და სარმატების ეთნიკურ-კულტურული ზეგავლენა. I საუკუნეში ადიღეს ალანები შეესივნენ, ხოლო IV საუკუნეში - [[ჰუნები]]. I საუკუნეში გაძლიერდა ზიხების ტომი, რომელიც V-X საუკუნეებში სათავეში ედგა ადიღურ ტომთა კავშირს. „ზიხი“ ქართულ წყაროებში მოხსენიებული „ჯიქის“ შესატყვისია. ძვ. ქართული წყაროების „ჯიქეთი“ მთელ ადიღესაც გულისხმობდა. ადიღეები საქართველოში „ქაშაგების“, „ქაშქების“ სახელითაც არიან ცნობილი, სვანები მათ დღესაც „ქაშქებს“ უწოდებენ.
 
IV-X საუკუნეებში ადიღეები ვაჭრობდნენ ყირიმთან, [[ამიერკავკასია]]ში, ირანთან, კიევის რუსეთსა და ბიზანტიასთან. VI-X საუკუნეებში ბიზანტიამ ადიღეი თავის გავლენას დაუმორჩილა და იქ ქრისტიანობის გავრცელებას შეუდგა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღეებს გამოეყვნენ ყაბარდოელები და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დასახლდნენ. დაახლოებით XIII საუკუნიდან დასავლეთ ადიღეური ტომები ადიღელ ხალხად ჩამოყალიბდნენ. ამავე პერიოდში ნელი ტემპით ვითარდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. ადიღეელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეთევზეობას, მეფუტკრეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა — ოქორმჭედლობა, მეთუნეობა, ლითონდამუშავება, მჭედლობა და სხვა. მეურნეობა ძირითადად ნატურალურ ხასიათს ატარებდა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღე ვაჭრობდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გენუის კოლონიებთან. გაჰქონდათ უმთავრესად თაფლი, ცვილი, ხილი, ბეწვეული და სხვა საქონელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადიღე“-დან