არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ (ბოტის შეცვლა: scn:Enirgìa) |
No edit summary |
||
[[File:Lightning over Oradea Romania zoom.jpg|thumb|right|350px|[[ელვა]] არის ჰაერის ელექტრული გარღვევის მოვლენა გამოწვეული ძლიერი ელექტრული ველით. ამ დროს [[ელექტრული ველი]]ს [[პოტენციური ენერგია]] გარდაიქმნება სითბოდ, სინათლედ და ბგერად რომლებიც ენერგიის განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს.]]
'''ენერგია''' — ყველა სახის [[მატერია|მატერიის]] მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივი ზომა. ენერგიის არაფრისგან გაჩენა, ისევე, როგორც მისი გაქრობა, შეუძლებელია; [[ენერგიის მუდმივობის კანონი|ენერგიის მუდმივობის კანონის]] თანახმად, ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით, განასხვავებენ მექანიკურ ენერგიას, [[შინაგანი ენერგია|შინაგან ენერგიას]], ქიმიურ ენერგიას, ელექტრომაგნიტურ ენერგიას, ბირთვულ ენერგიას და ა. შ., თუმცა ეს დაყოფა პირობითია. მაგალითად, ქიმიური ენერგია წარმოადგენს [[ელექტრონი|ელექტრონების]] [[კინეტიკური ენერგია|კინეტიკური ენერგიის]] და მათი ერთმანეთთან და [[ატომბირთვი|ატომბირთვთან]] ურთიერთქმედების [[პოტენციური ენერგია|პოტენციური ენერგიის]] ჯამს. შინაგანი ენერგიაც ორი წევრის ჯამია: 1) სხეულის [[მასათა ცენტრი|მასათა ცენტრის]] მიმართ [[მოლეკულა|მოლეკულების]] ქაოსური მოძრაობის კინეტიკური ენერგია; 2)მოლეკულების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. სისტემის ენერგია სისტემის მდგომარეობის დამახასიათებელი პარამეტრების ცალსახა ფუნქციას წარმოადგენს. უწყვეტი გარემოს ან [[ველი|ველის]] შემთხვევაში ენერგიის სიმკვრივის და ენერგიის ნაკადის სიმკვრივის ცნება შემოაქვთ; პირველს განსაზღვრავენ როგორც ენერგიას მოცულობის ერთეულში, ხოლო მეორეს — როგორც ენერგიის სიმკვრივისა და ენერგიის გადაადგილების სიჩქარის ნამრავლს.
|