ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

|}
 
====ზმნა====
====პირის ნიშნები====
ზმნების წარმოების თვალსაზრისით ძველი ქართული ენა [[ქართული ენა|დღევანდელისაგან]] მკვეთრად განსხვავდებოდა. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი იყო '''ვ''' (როგორც დღეს). იგი არ იწერებოდა და არ გამოითქმოდა [[უ]] ხმოვნის წინ. მაგალითად ითქმოდა და იწერებოდა ''მე უთხარ'' (და არა ''მე '''ვ'''უთხარ''). ვ ნიშანი დაკარგულია ''ვალ'', ''ვედ'' და ''ვიდ'' ფუძის ზმნებშიც: ''მივალ, მოვედ'' (და არა ''მივვალ, მოვვედ'').
=====სუბიექტური პირი=====
 
=====ობიექტური პირი=====
მეორე სუბიექტური პირის ნიშანი ხანმეტ ძეგლებში არის '''[[ხ]]''' პრეფიქსი ('''ხ'''–იხილე, '''ხ'''–ჭამე, '''ხ'''–უთხარ). მოგვიანებით '''ხ''' ზოგან '''ჰ'''–მ შეცვალა, ზოგან კი '''ს'''–მ. მეორე პირის წართქმითი ბრძანებითის ფორმას ნიშანი არ ჰქონდა: იხილე! ჭამე! უთხარ!
 
მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითში '''ს, ა, ო''' და '''ნ''' ბოლოსართებია (დგა–'''ს''', იხილ–'''ა''', აღაგ–'''ო''', არ–'''ნ''', მოვედი–'''ნ'''), ხოლო მრავლობითში – '''ენ, ან, ნ, ეს,''' და '''ედ''' (ადიდებ–'''ენ''', იტყოდი–'''ან''', ადიდებდე–'''ნ''', ჭამდ–'''ეს'''). მესამე სუბიექტური ნიშნები ძველ ქართულში ძირითადად იმით განსხვავდებიან თანამედროვესაგან, რომ ვნებითი გვარის ზმნებს აწმყოში ყოველთვის '''ს''' აქვთ მხოლობით რიცხვში (იმალები–'''ს''', ტყდები–'''ს'''), ხოლო უწყვეტელის მრავლობითში მესამე სუბიექტურ პირს ყველანაირ ზმნაში '''ეს''' ბოლოსართი გამოხატავს (აშჱნებდ–'''ეს''', იმღერდ–'''ეს'''...)
 
====ზმნისწინი====