ანდრია დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
[[1873]] წელს დაამთავრა [[ჰაიდელბურგის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. ჰქონდა [[გენერალ-ლეიტენანტი]]ს ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევში, თბილისში. 1881-1882 წლებში მონაწილეობა მიიღო [[პეტერბურგი]]ს საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა 2 ტურნირში და I ადგილები დაიკავა დაუმარცხებლად. 1899 წელს მიიწვიეს სრულიად რუსეთის I ტურნირში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია. 1903-1904 წლებში [[მონტე-კარლო]]ს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. თანამშრომლობდა იმ დროის უცხოურ და რუსულ საჭადრაკო ჟურნალებში. აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტოებისათვის. ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა "ჩეს მანთლიმ" ("The Chess Monthly") 1892 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 წელს შიფერსი, ე. შიფერსის წინასიტყვაობით კიევში ფრანგულ ენაზე გამოიცა დადიანის 100 პარტიის დაბოლოება ("Fins de Partie du Prince Dadian de Mingr.elie").
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
*[http://burusi.wordpress.com/history/andria-dadiani/ ანდრია დადიანი]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია_დადიანი“-დან