დაკარგულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: fr:Lost : Les Disparus
ხაზი 27:
=== მსახიობები და სერიალის გმირები ===
 
თვითმფრინავ ''[[რეისი 815|ოუშენიკ 815]]''–ის 324 მგზავრიდან მხოლოდ 7148 გადარჩება (მათ შორის, ერთი ძაღლიც). პირველ სეზონში სერიალს 14 მთავარი გმირი ჰყავდა, რითაც ''[[დაკარგულები]]'' პრაიმ–ტაიმში ნაჩვენები სერიალთაგან მხოლოდ ''[[სასოწარკვეთილი დიასახლისები|სასოწარკვეთილ დიასახლისებს]]'' ჩამორჩებოდა.
 
[[ნევინ ენდრიუსი]] განსახიერებდა [[ერაყის რესპუბლიკური გვარდია|ერაყის რესპუბლიკური გვარდიის]] ყოფილ ოფიცერ – [[საიდ ჯარა]]ს. [[ემილი დე რავინი]] ფეხმძიმე ავსტრალიელ გოგონას, [[კლერ ლითლტონი|კლერ ლითლტონს]] თამაშობდა. [[მეთიუ ფოქსი]] პრობლემებით დამძიმებული ქირურგის, სერიალის ერთ–ერთი მთავარი გმირის [[ჯეკ შეპარდი]]ს როლს ასრულებდა. [[ხორხე გარსია]] განასახიერებდა [[ჰუგო "ჰარლი" რეიესი|ჰუგო "ჰარლი" რეიესს]] – უიღბლო ლატარიის გამარჯვებულს. [[მეგი გრეისი]] თამაშობდა [[შენონ რეზერფორდი|შენონ რეზენფორდს]], ყოფილ ცეკვის მასწავლებელს. [[ჯოშ ჰოლოუეი]] თაღლითი [[ჯეიმს "სოიერ" ფორდი]]ს როლში იყო. [[იუნჯინ კიმი]] გავლენიანი კორეელი ბიზნესმენის ქალიშვილს, [[სუნ–ჰვა კვონი|სუნ–ჰვა კვონს]], ხოლო [[დანიელ დაე–კიმი]] – [[ჯინ–სუ კვონი|ჯინ–სუ კვონს]] განასახიერებდა. [[ევანჯელინ ლილი]] თამაშობდა დამაშავე [[ქეით ოსტინი|ქეით ოსტინს]], [[დომინიკ მონეჰენი]] კი – ყოფილ როკ–ვარსკვლავ, განარკომანებულ გიტარისტ [[ჩარლი პეისი|ჩარლი პეისს]]. [[ტერი ო'ქუინი]] თამაშობდა იდუმალ [[ჯონ ლოკი|ჯონ ლოკს]]. [[ჰაროლდ პერინო]] ინჟინერ–მშენებელ [[მაიკლ დოუსონი|მაიკლ დოუსონს]], ხოლო ახალგაზრდა მსახიობი [[მალკოლმ დევიდ კელი]] მის შვილს – [[უოლტ დოუსონი|უოლტ დოუსონს]] განასახიერებდა. [[იან ზომერჰელდერი]] განსახიერებდა [[ბუნ კარლაილი|ბუნ კარლაილს]], შენონის ნახევარძმას და დედამისის კუთვნილი ქორწინების დამგეგმავი ბიუროს თანამშრომელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაკარგულები“-დან