საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია''' - ქართული ...
(განსხვავება არ არის)

17:24, 29 მარტი 2010-ის ვერსია

საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია - ქართული არაპოლიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

შესავალი

პლანეტაზე გავრცელებული ტრადიციული ცურვის სახეობებისგან სრულიად გამოირჩეულია თავისთავადობით და უნიკალურობით კოლხურ–იბერიული სტილი, ქართული ცურვის სახეობების ის კომპლექსი, რომელიც ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა: «თავისუფალი კოლხური» (ლაზური) და «ოკრიბულა», (სპორტული სტილები), «ხელფეხშეკრული კოლხური» (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); «აფხაზური», «იბერიული», «ქიზიყური», «ხაშურული», «თახვია», (სავარჯიშო–საწრთვნელი ყაიდები). კიდურების მოძრაობა აქ საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. წინსრიალი ხორციელდება გავა-წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით. ქართველი კაცის მიერ შექმნილი ცურვის უნიკალური სახეობანი ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ... ძუძუმწოვართაგან წყლის სივრცეს ყველაზე უკეთ «მოერგნენ» და ცურვის ოპტიმალურ დონეს აღწევენ: სელაპი, დელფინი, ზღვის ლომი, ვეშაპი, თახვი... ცურვის ქართული სახეობანი, თავიანთი შინაარსით, მეთოდით, ფორმით უახლოვდებიან ბუნების მილიონი წლების «შემოქმედებას»... “ლაგუნა ვერეზე” იქნა გაცოცხლებული მისი ერთ-ერთი ნაისახეობა, სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა «ხელფეხშეკრული კოლხური», ანუ როდესაც 2001 წლის 28 იანვარს, უამრავი ჟურნალისტისა და მაყურებლების თვალწინ, მსოფლიოსთვის ქართული ცურვის გაცნობის მიზნით, ოთხგან ხელფეხშეკრული ჰენრი კუპრაშვილი გადახტა აუზში და პლანეტაზე პირველმა, შეუსვენებლივ, გაცურა 2 კილომეტრი 90 წუთში. მსოფლიოს მოედო სენსაციური ინფორმაცია. ამერიკულმა ტელეკომპანია სი–ენ–ენ–მა მოცურავეს “ადამიანი დელფინი” შეარქვა. 2002 წლის 30 აგვისტოს, ასევე მსოფლიოს ყველა ტელეარხმა გადასცა სენსაციური ცნობა: ჰენრი კუპრაშვილმა „ხელფეხშეკრული კოლხურით“, დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მან სათავე დაუდო, მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის სრულიად ახალ წესს, დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ქართულ ცურვას მრავალი ადამიანია დაუფლებული. ტარდება შეჯიბრები. მაგალითად, 2006 წლის 12 მაისს ჩატარდა თბილისის ღია პირველობა “თავისუფალ კოლხურში” (ლაზურში). ტრადიციული გახდა თბილისის ზღვის «ხელფეხშეკრული კოლხურით» ჯგუფური გადაცურვა 2009 წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “თავისუფალ კოლხურში” (ლაზურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, გორიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან და აზერბაიჯანიდან. ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”. ტრადიციული გახდა შეჯიბრებები ცურვა “რაჭულში” და სხვ. გამოიცა სახელმძღვანელო «ქართული ცურვა». ფაქტია, რომ იზრდება ცურვის ქართული სახეობებისადმი ინტერესი. ამ მოვლენებმა განაპირობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის შექმნა.

ფედერაციის საქმიანობის მიზანი

- საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (ლაზეთი, ფერეიდანი, საინგილო და სხვ.) ცურვისა და სხვა საწყალოსნო ეროვნულ სახეობათა და თამაშობათა გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა, მათი დაცვა და პოპულარიზაცია;

- ცურვის ქართული სახეობების (კოლხურ–იბერიული სტილის ჯგუფი – «თავისუფალი კოლხური» ანუ «ლაზური”, «ოკრიბულა», «ხელფეხშეკრული კოლხური», «აფხაზური», «იბერიული», «ქიზიყური», «ხაშურული», «თახვია») და საწყალოსნო თამაშობათა (წყალრკინება-მენჩურუა და სხვ.) შემსწავლელი ჯგუფების ამოქმედება;

- თავისუფალი კოლხურისა (ლაზურისა), და ოკრიბულასთვის სპორტის, ბიომექანიკისა და ჰიდროდინამიკის თეორიის ზოგადი კანონზომიერებების შესაბამისად სპორტული ცურვის ტექნიკის დამუშავება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე;

- თავისუფალი კოლხურისა (ლაზურისა) და ოკრიბულას, აგრეთვე მენჩურუას (წყალრკინების) შემსწავლელი მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე;

- წყალმაშველებში «ხელფეხშეკრული კოლხურით» ცურვის დანერგვა და გავრცელება, მსოფლიოში მისი პოპულარიზაცია იმ განზრახვით, რომ პერსპექტივაში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები წყალმაშველებს შორის «ხელფეხშეკრულ კოლხურში».

ლიტერატურა

საქართველოს სპორტული ორგანიზაციები