Joomla: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sl:Joomla
No edit summary
ხაზი 9:
| მწარმოებელი = [http://Joomla.org/ ჯუმლას გუნდი]
| გამოშვების თარიღი =
| ბოლო გამოშვების ვერსია = 1.5.1015
| ბოლო გამოშვების თარიღი = 4 ნოემბერი 2009
| ბოლო საცდელი ვერსია = 1.6 ალფა 2
| ბოლო საცდელი ვერსიის თარიღი = 25 ოქტომბერი 2009
| დაპროგრამების ენა = [[PHP]]
| ოპერაციული სისტემა = სხვადასხვა
| პლატფორმა = სხვადასხვა
| ენა = სხვადასხვა
| სტატუსი =
| ჟანრი = შინაარსის სამართავი სისტემა
ხაზი 34:
 
გარდა ჯუმლას პოპულარული 1.0 ვერსიისა, რომელიც უფრო მეტად 'მამბოს' ეყრდნობა, ასევე არსებობს მისი მეორე განშტოება - ჯუმლას 1.5 ვერსია. პირველი ასეთი სერიიდან გამოვიდა 2008 წლის 22 იანვარს. მისი უკანასკნელი ვერსია (2009 წლის 22 ივლისი) არის 1.5.14. 2009 წლის ივნისი დასასრულს გამოჩნდა ჯუმლას 1.6 ვერსია, რომელიც დღესდღეობით ალფა-ტესტირების სტადიაში იმყოფება.
 
== ჯუმლას შესაძლებლობები ==
 
=== გაფართოებები ===
 
ძირითადად, ჯუმლაში არსებობს გაფართოებების სამი ტიპი. ესენია:
 
====კომპონენტები (Components====
 
'''კომპონენტი''' ჯუმლაში უფრო ხშირად აღნიშნავს გაფართოების ისეთ ტიპს, რომელიც ჯუმლაზე აგებულ საიტს ამატებს ახალ თემატურ განყოფილებას. ძირითადად, ასეთებია: ფოტო და ვიდეო გალერეები, ფორუმები, ჩეტები, წიგნების ბიბლიოთეკის აღრიცხვის სისტემები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ. თუმცა, ხშირად, კომპონენტი ჯუმლაში შეიძლება იყოს ფარული, მაგრამ ამავე დროს, ასრულებდეს თავის ფუნქციებს. ასეთია, მაგალითად, კომენტარების სისტემა, რომელიც ავტომატურად უერთდება სტატიების ამა თუ იმ სექციას თუ კატეგორიას. არსებობს ადმინისტრატორის პანელის შიდა კომპონენტები - როგორიც, მაგალითად, არის სტატისტიკა საიტზე შემოსული მომხმარებლების შესახებ.
 
====მოდულები (Modules)====
 
'''მოდული''' ჯუმლაში არ არის იგივე, რაც სხვა სამართავ სისტემებში. ჯუმლაში მოდული ნიშნავს საიტის ამა თუ იმ არეშე (გარდა სტატიის სხეულის) განთავსებულ ბლოკს, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ფუნქციაზე (და ხშირად დაკავშირებულია ადმინისტრატორის სამართავი პანელის კომპონენტთან). ასეთებია, მაგალითად, სიახლეების მაჩვენებელი, საიტზე საკუთარი მომხმარებლის სახელით შესვლის ფორმის, მუსიკალური ფაილების მოსმენის მოდულები. მოდულების სახით ხშირად წარმოდგენილია სანავიგაციო მენიუების სისტემებიც.
 
====დამატებები (Plugins)====
 
'''დამატებები''' ჯუმლაში აფართოებენ სისტემის მუშაობას. დამატება ამატებს მცირე ან დიდი მნიშვნელობის მქონე ფუნქციებს. განსხვავებით მოდულისგან, დამატება არ განთავსდება საიტის კონკრეტულ ადგილზე. უფრო ხშირად იგი გავლენას ახდენს სტატიებზე. მაგალითად, შესაძლო ხდება სტატიაში განთავსებული სურათის განსაკუთრებული ჩარჩოს ან სხვა ეფექტის თანხლებით ჩვენება.
 
[[კატეგორია:ღია პროგრამული უზრუნველყოფა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Joomla“-დან