კელოგ-ბრიანის პაქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hi:केलाग-ब्रियाँ समझौता
ბოტის შეცვლა: nl:Briand-Kelloggpact; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:FrankKellogg.jpg|thumb|200px|ფრენკ კელოგი]]
[[სურათიფაილი:Aristide Briand 2.jpg|thumb|200px|არისტიდ ბრიანი]]
'''ბრიან–კელოგის პაქტი'''– [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] საგარეო საქმეთა მინისტრის [[არისტიდ ბრიანი|არისტიდ ბრიანისა]] და [[აშშ]] სახელმწიფო მდივან [[ფრენკ კელოგი|ფრენკ კელოგის]] მიერ ინიცირებული და [[1928]] წლის [[27 აგვისტო|27 აგვისტოს]] გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება.
 
1920–იანი წლების [[ევროპა|ევროპაში]] დიდი პოპულარობით სარგებლობდა [[პაციფიზმი|პაციფიზმის]] იდეა. ამის ყველაზე ნათელ გამოვლინებად იქცა ბრიან–კელოგის პაქტი. [[1927]] წლის [[6 აპრილი|6 აპრილს]] საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არისტიდ ბრიანმა შესთავაზა ამერიკელებს საფრანგეთსა და აშშ–ის შორის ხელშეკრულების დადება, რათა ომი კანონგარეშედ გამოეცხადებინათ. [[20 ივნისი|20 ივნისს]] კი მან საფრანგეთში აშშ–ის ელჩს გადასცა ოფიციალური ნოტა, რომელშიც იყო საფრანგეთსა და აშშ–ს შორის სამუდამო მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების პროექტი. საფრანგეთი ამ აქტით ცდილობდა გაემაგრებინა საკუთარი სამხედრო–პოლიტიკური პოზიციები ევროპაში, მაგრამ ეს იდეა, პირველ რიგში, ამერიკელებმა გამოიყენეს. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ფრენკ კელოგმა, რომლის მიზანიც იყო აშშ–სათვის საერთაშორისო არბიტრის პოზიციის მოხვეჭა, [[28 დეკემბერი|28 დეკემბერს]] საპასუხო წინადადება გაუგზავნა ბრიანს, რომლითაც ის იწონებდა იდეას, მაგრამ მიაჩნდა, რომ მსგავსი ხელშეკრულების მხოლოდ საფრანგეთთან დადება საკმარისი არ იქნებოდა და მისთვის ხელი უნდა მოეწერა ყველა წამყვან სახელმწიფოს.
 
საბოლოოდ, 1928 წლის 27 აგვისტოს ხელი მოეწერა ბრიან–კელოგის პაქტს. პაქტის ხელმომწერთა შორის იყვნენ საფრანგეთი, [[ინგლისი]], [[გერმანია]], [[იტალია]], [[ იაპონია]], [[ბელგია]], [[პოლონეთი]] და [[ჩეხოსლოვაკია]]. ცხადდებოდა, რომ პაქტის ხელმომწერ სახლემწიფოებს უარი უნდა ეთქვათ ომზე, როგორც ეროვნული პოლიტიკის გატარების მეთოდზე და რომ მის წევრ სახელმწიფოებს ყველა სახის უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ. პაქტის მესამე მუხლით კი ცხადდებოდა, რომ მასთან შეერთება შეეძლო ყველა სახელმწიფოს. აღნიშნული პაქტი ძალაში შევიდა [[1929]] წლის [[ივნისი|ივნისიდან]].
 
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ურთიერთობები]]
Line 28 ⟶ 27:
[[ko:켈로그-브리앙 조약]]
[[lt:Kelogo-Briano paktas]]
[[nl:Briand-Kellogg-pactKelloggpact]]
[[pl:Pakt paryski]]
[[pt:Pacto Kellogg-Briand]]