ჩორჩანელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჩორჩანელები''' - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩორჩანელები''' - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-[[XI საუკუნე]]ებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა ჩორჩანელების საგვარეულო ციხე ჩორჩანიდან[[ჩორჩანი]]დან. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი [[გიორგი ჩორჩანელი]] პირველად IX საუკუნის წყაროში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ იხსენიება, მაგრამ სავარაუდოა რომ საგვარეულო არსებობდა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] მაინც. ჩორჩანელების საფეოდალო მოიცავდა [[ჩორჩანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ჩორჩანს]], [[ზანავი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ზანავს]] და სხვა მრავლ დაბას (ახლანდელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]), სადაც ჰქონდათ ტაძრები, სასახლეები და ციხეები. ჩორჩანელი ამ მხარის დიდი მთავარი იყო. მისი ვასალები იყვნენ მცირე მთავრები. ეპარქიულად ჩორჩანელების საფეოდალო შედიოდა მაწყვერელის ([[აწყურის საეპისკოპოსო]]) სამწყსოში. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონმა]] ააშენა [[ზარზმის მონასტერი]], რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერტიტორია უბოძა.
გიორგი ჩორჩანელი იყო ძველი ჩორჩანელების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ის უშვილოდ გარდაიცვალა და ყმა-მამული დაუტოვა მირიან ბაჰლაუნდზე გათხოვილი თავისი დის, ლატავრის (მონაზვნობაში თეკლას) შთამომავლობას. თვით ჩორჩანს, როგორც ჩანს დაეუფლა ლატავრის უფროსი ვაჟი სულა, რომელიც გახდა ახალი ჩორჩანელების გვარის ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო [[ჯაყელები]]ს საგვარეულოს, ხოლო უმცროსი ვაჟის სახელი - ლაკლაკი იქცა ბაჰლაუნდების მესამე განშტოების სახელწოდებად -წარმოიქმნა ლაკლაკთა გვარი. ახალი ჩორჩანელების (ხოლო შემდეგ მათი შთამომავალი საგვარეულოს ხურსიძეების) საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. [[X საუკუნე|X საუკუნის]] 70-იან წლებში ზარზმაში ეკვდერი ააგო ახალი ჩორჩანელების წარმომადგენელმა, [[ბარდა სკლიაროსი]]ს წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრობის მონაწილემ ივანე სულას ძემ (ალბათ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სულა მირიანის ძის ვაჟმა). ივანე სულას ძის შვილიშვილები უნდა იყვნენ XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეები - ძმები გიორგი ჩორჩანელი და [[ფარსმან თმოგველი]] სულას ძეები. გიორგი ჩორჩანელი უკანასკნელია წყაროებში მოხსენიებული ახალი ჩორჩანელებიდან. შემდეგ ახალი ჩორჩანელების სამფლობელოს დაეპატრონა ამ საგვარეულოს ახალი განშტოება - [[ხურსიძენი]].
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩორჩანელები“-დან