არმაზის ბილინგვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Bilingva.gif|thumb|200px|არმაზის ბილინგვა]]
 
II საუკუნე, 1940 წ. ნაპოვნი, გაშიფრა [[წერეთელი, გიორგი|გიორგი წერეთელმა]].
 
'''არმაზის ბილინგვა''', მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია [[არმაზისხევი|არმაზისხევში]] [[1940]] წლის [[25 ნოემბერი|25 ნოემბერს]], ტექსტი ამოშიფრა [[წერეთელი, გიორგი ვასილის ძე|გ. წერეთელმა]] (1941).
 
ტექსტის ქართული თარგმანი ასეთია:
 
 
 
Line 10 ⟶ 15:
'''არამეული ვარიანტი'''
“მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა."
 
არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და ტანამდებობის პირები.
 
არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიაზშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთა ერთად ან უმისოდ, იხმარებოდა [[არმაზული დამწერლობა]], რომელიც ქართულს ენათესავება.