ლუციუს პაპირიუს კურსორი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ლუციუს პაპირიუს კურსორი''' (Lucius Papirius Cursor) რომაელი მხედართმთავარი, ხუთგზის [[კონსული]] და ორგზის [[დიქტატორი]].
 
==პირველი დიქტატურა==
 
პირველად კურსორი დიქტატორად [[ძვ. წ. 325]] წელს აირჩიეს [[მეორე სამნიტური ომი]]ს დროს. მისი მხედართა მეთაური [[კვინტუს ფაბიუსი]] იყო. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.
 
რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, [[რომის სენატი|სენატს]] გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა [[სამხედრო ბანაკი]]სკენ. ფაბიუსს შეატყობინეს ამის შესახებ და მან შეკრიბა მეომრები და სთხოვა მათ დაცვა. მეომრებმა სრული მხარდაჭერა აღუქვეს.
 
დიქტატორმა ჩამოსვლის თანავე შეკრიბა მეომრები და ფაბიუსი დაადანაშაულა სამხედრო დისციპლინის დარღვევაში და დიქტატორის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში. მან უკვე უბრძანა [[ლიქტორი|ლიქტორებს]] ფაბიუსის შეპყრობა, როდესაც მისი ერთგული მეომრები [[რომი|რომში]] გაქცევაში დაეხმარნენ.
 
რომში მამის რჩევით კვინტუსი [[რომის სენატი|სენატში]] მივიდა და იჩივლა დიქტატორის სისასტიკეზე. მას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული სიტყვა, როდესაც ლიქტორებმა დიქტატორის მოვლა გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ სენატი კვინტუსის სასარგებლოდ იყო განწყობილი, პაპირიუსი მაინც მოითხოვდა მის დასჯას. მაშინ მარკუს ფაბიუსმა მოითხოვა საქმის განსახილველად [[სახალხო კრება|სახალხო კრებისთვის]] გადაცემა.
 
სახალხო კრებაზე კი იგი სიტყვით გამოვიდა, თქვა რომ არადროს არ ყოფილა რომ თუნდაც დამარცხებული მხედართმთავარი დაესაჯათ და გამარჯვებულს კი ჯილდოს მაგივრად სასიკვდილოთ იმეტებს განრისხებული დიქტატორი. სენატიც, ხალხის და მეომრებიც მის მხარეს იყვნენ. საბოლოოს კვინტუს ფაბიუსი მხოლოდ ხალხის ერთსულოვანმა ვედრებამ იხსნა და დიქტატორმა უარი თქვა მის დასჯაზე.
 
დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში, ფაბიუსს კი ქალაქში დარჩენა უბრძანა, მას არ შეეძლო ფაბიუსის დათხოვნა, ვინაიდან დიქტატორი და მხედართა მეთაური ერთად უნდა გადამდგარიყვნენ, ამიტომ აუკრძალა მას თანამდებობის გამოყენება.
 
{{ბიო}}
14 352

რედაქტირება