გიორგი ჩუბინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ., ds
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(+კატ., ds)
'''გიორგი ჩუბინაშვილი''' (დ. [[1885]] — გ. [[1973]]) არის ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.
{{ვიკიფიცირება}}
მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.
 
სწავლობდა ფსიქოლოგიას [[ლაიფციგის უნივერსიტეტი|ლაიფციგისა]] და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში.]], ქართულ, სოხურ, სპარსულ ფილოლოგიას - [[პეტროგრადის უნივერსიტეტი|პეტროგრადის უნივერსიტეტში]]. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი - საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და "ძველი„ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი"მუზეუმი“. იყო [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.
 
სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები.
 
ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართულიქართულ [[კედლის მხატვრობაზემხატვრობა]]ზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.
 
ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა.
 
დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში.
 
{{DEFAULTSORT:ჩუბინაშვილი, გიორგი}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი ხელოვნებათმცოდნეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1885]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1973]]