ვიქტორ კუპრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს სოფელ ყელაში (ლანჩხუთის რაიონი), რკინიგზელის ოჯახში.
1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვ. კუპრაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვ. კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი.
Line 8 ⟶ 9:
1944-1953 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
1958-1962 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკდემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას.
1971 წელს ვ. კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვ.
ვ. კუპრაძის გამოკვლევები ძირითადად ეხება მათემატიკური ფიზიკის, მათემატიკური დრეკადობის თეორიის, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის აქტუალურ პრობლემებს. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_კუპრაძე“-დან