არიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''არიში''', ''არეში'', სტრატეგიული პუნქტი ძველ [[ჰერეთი | ჰერეთში]] (ახლანდელი სოფელი [[მთისძირი]], [[ყვარლის რაიონი]]), სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიგა რაიონებს უკავშირდებოდა. არიშზე გადიოდა (დღესაც გადის) "ცხვრის გზა". ამ გზით ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. "მატიანე ქართლისაჲს" ცნობით, X საუკუნის დასაწყისში, [[კონსტანტინე III | კონსტანტი]] აფხაზთა მეფისა და [[კვირიკე I]] [[კახი | კახთა]] ქორეპისკოპოსის(მთავარი) შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და [[ვეჯინი | ვეჯინის]] ზავის თანახმად, [[ადარნასე პატრიკი | ადარნასე]] ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო [[ორჭობი]], ხოლო კონსტანტის - [[გავაზნი]] და არიში. [[1962]] წელს მთისძირში აღმოჩნდა არაბული მონეტების განძი.
 
[[კატეგორია:საქართველოსაქართველოს ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიში“-დან