შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში''', ირან-ოსმალეთს შორის [[1590]] დადებული [[ზავი]]თ [[ამიერკავკასია]]ში ოსმალები გაბატონდნენ. [[1603]] წელს [[აბას I]]-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა [[ოსმალეთი|ოსმალეთს]]. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა; განსაკუთრებით ისწრაფოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან რუსეთის ხელდებული იყო. აბას I-ის მიერ [[ერევანი|ერევნის]] აღების (1604) შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს [[ლორი]]ს, [[დმანისი]]სა და [[თბილისი]]ს ციხეები.
 
[[1608]] წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]]-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის [[სულთანს აცნობა]], რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.
 
თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - [[ქეთევან დედოფალი]] და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და ალექსანდრე. მოგვიანებით შაჰმა თეიმურაზიც იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და აბას I კახეთზე წამოვიდა. ირანის ლაშქარი კახეთში ორი მხრით - სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა (1614 წლის მარტი). კახეთის თავადობამ, რომლის ნაწილიც აბას I-ს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა თეიმურაზ I-მა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად ქრც ქართლის მეფე [[ლუარსაბ II]] აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს [[გიორგი III (იმერეთის მეფე)|გიორგი III]]-ს შეჰხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო [[თორღას ციხე]]ში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40 ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანდელი გლეხების დიდი ნაწილი; [[ალავერდი (მონასტერი)|ალავერდი]]ს ტაძარი ციხესიმაგრედ აქცია და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენა. აბას I-მა კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად (მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი [[დავით ჯანდიერი]] მიუჩინა. მაისის შუს რიცხვებში აბას I ლაშქრით ქართლში გადავიდა, [[გორის ციხე|გორისა]] და [[სურამის ციხე]]ების შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. შაჰმა იმერეთის მეფეს ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ მაინც მოახერხა ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება (1614 წლის 17 ოქტომბერი). ქართლის საქმეების მოგვარებისთანავე აბას I ძირითადი ლაშქრით ირანში დაბრუნდა. თანწაიყვანა ტყვეები და "შაჰ-სევანის" ("შაჰის მეგობარი")ლაშქარში "ნებით" ჩაწერილი რამდენიმე ათასი კახელი და ქართლელი მეომარი ოჯახებითურთ.