შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Robot: Cosmetic changes |
No edit summary |
||
ხაზი 3:
[[1608]] წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]]-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.
თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - [[ქეთევან დედოფალი]] და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და ალექსანდრე. მოგვიანებით შაჰმა თეიმურაზიც იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და აბას I
1615 წელს კახეთში [[კახეთის აჯანყება 1615|აჯანყებამ]] იფეთქა. 1616 წელს აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმოსავლეთიდან შეიჭრა კახეთში ქ. ზაგემსა და მის მიმდგომ მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი ([[ბაგრატ VII]]) დანიშნა, შემდეგ კახეთში გადავიდა და ჯარი სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზ I-ს არც ოსმალეთი დაეხმარა, არც ქართლის ფეოდალები მიეშველნენ და იგი იძულებული გახდა კვლავ იმერეთში გადახვეწილიყო. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი [[ალაზანი|ალაზანს]] გაღმა გავიდამ იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლოებით 70 ათ. აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 170 ათ. აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიქონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა (1616 წლის ზაფხული). კახელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
|