შარლ მორის დე ტალეირანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: დასუფთავების სამსახური, replaced: {{ბიოგრაფია}} → {{ესკიზი-ბიოგრაფი using AWB
ბოტის შეცვლა: id:Charles-Maurice de Talleyrand-Périgord; cosmetic changes
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ტალეირანი გაღარიბებულ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. მან სასულიერო [[სემინარია]] დაამთავრა, [[1788]]–[[1791]] წლებში [[ოტენი]]ს ეპისკოპოსი იყო. გენერალურ შტატებში სამღვდელოებიდან აირჩიეს, მარგამ მესამე წოდების დეპუტატებს მიემხრო და საეკლესიო მიწების განკარგულებაში გადაცემის წინადადება წამოაყენა. [[1792]] წელს ტალეირანი დიპლომატიური მისიით ინგლისში გაემგზავრა. მონარქიის დამხობის შემდეგ მეფესთან მისი საუდუმლო კავშირი გამოვლინდა, ამის გამო იგი საფრანგეთში [[1796]] წლამდე აღარ დაბრუნებულა.
 
ტალეირანი [[საფრანგეთის დირექტორია|დირექტორიის]] საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი მან [[საფრანგეთის კონსულობა|კონსულობისა]] და [[საგრანგეთის პირველი იმპერია|იმპერიის]] დროსაც შეინარჩუნა. იგი [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] მრჩეველი იყო.
ხაზი 11:
ნაპოლეონის დამხობის შემდეგ ტალეირანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო [[ბურბონთა რესტავრაცია]]ში. [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესზე]] იგი საფრანგეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
 
დიდ სახელმწიფოთა შორის ყველაზე სუსტი იყო დამარცხებული საფრანგეთის პოზიციები. მაგრამ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი ხანგძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობის მანძილზე უხვად დაგროვილი ვერაგობისა და უტიფრობის მდიდარი გამოცდილება. მან ძირითად ამოცანად საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისის, რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მიერ შექმნილი ერთიანი ფრონტის გარღვევა დაისახა.
 
ყველაზე მეტი ტერიტორიული პრეტენზიები [[ევროპა]]ში რუსეთსა და პრუსიას ჰქონდათ. ეს ინგლისისა და ავსტრიის უკმაყოფილებას იწვევდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა ე.წ. "ლეგიტიზმის" (კანონიერების) პრინციპი – ევროპა რევოლუციური ომების დაწყებამდე, [[1792]] წლამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაბრუნებოდა. ეს ეწინააღმდეგებოდა ალექსანდრე I–ის მისწრაფებებს, რადგან ნაპოლეოზე გამარჯვების შედეგად რუსეთი [[ვარშავის საჰერცოგო]]ზე აცხადებდა პრეტენზიას. ალექსანდრე I–ის ამ მოთხოვნის საპასუხოდ ტალეირანმა განაცხადა, რომ იგი ''"სამართლიანობას ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს";;.
 
ყოველთვის თავშეკავებული და გარეგნულად ზრდილობიანი ალექსანდრე I ამჯერად წონასწორობიდან გამოვიდა და თავის თანამოსაუბრეს შეჰყვირა: ''"უმჯობესია ომიო"''. სიტუაცია მართლაც კომიკური იყო. ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს, რუსეთის იმპერატორს ზნეობისა და სამართლიანობისაკენ მოუწოდებდა.
 
ამის შმდეგ ტალეირანმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი [[რობერტ ქესტლრი|ლორდი ქესტლრი]] და ავსტრიის კანცლერი თავადი მატერნიხი დაარწმუნა რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ ფარული ხელშეკრულების დადების აუცილებლობაში. სამ ცალად შედგენილი ინგლის–ავსტრია–საფრანგეთის საიდუმლო ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ამ ქვეყნების დედაქალაქებში – [[ლონდონი|ლონდონში]], [[ვენა]]სა და [[პარიზი|პარიზში]] ინახებოდა. საფრანგეთში ნაპოლეონის ძალაუფლების [[ასი დღე|ასი დღით აღდგენისას]] [[ლუი XVIII (საფრანგეთი)|ლუი XVIII]] ისე სასწრაფოდ გაიქცა საზღვარგარეთ, რომ ხელშეკრულების თან წაღება ვერ მოასწრო. ეს დიპლომატიური დოკუმენტი ნაპოლეონს ჩაუვარდა ხელში. მან იგი მაშინვე ვენაში, ალექსანდრე I–ს გაუგზავნა.
 
რუსეთის იმპერატორი აღშფოთდა. მან მიღებული დოკუმენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს მატერნიხს გადასცა. ეს უკანასკნელი იმდენად დაიბნა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ვერ მოიფიქრა, რა სიცრუე მოეგონებინა მოულოდნელად შექმნილი საშინელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ შემთხვევას არ შეეძლო ბატონყმური რუსეთის თვითმპყრობელი ალექსანდრე I–ის შეურიგებელი პოზიციის შეცვლა რევოლუციის შედეგად აღზევებული ნაპოლეონის მიმართ. ალექსანდრე I–მა [[1815]] წლის 9 ივნისს ვენის კონგრესის მონაწილეებთან ერთად ხელი მოაწერა ვენის კონგრესის გენერალურ დასკვნით აქტს.
 
ნაპოლეონის "ასი დღის" შემდეგ ტალეირანი ხანმოკლე დროით მეთაურობდა საფრანგეთის მთავრობას, მაგრამ რესტავრაციის პერიოდის რეაქციონერებმა ვერ აპატიეს მას რევოლუციაში მონაწილეობა და აიძულეს გადამდგარიყო. ტალეირანი 15 წლით ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. [[1830]] წლის რევოლუციის შემდეგ იყო საფრანგეთის ელჩი ლონდონში.
ხაზი 51:
[[he:שארל-מוריס דה טליראן]]
[[hu:Charles-Maurice de Talleyrand-Périgord]]
[[id:Charles -Maurice de Talleyrand-Périgord]]
[[it:Charles Maurice de Talleyrand-Périgord]]
[[ja:シャルル=モーリス・ド・タレーラン=ペリゴール]]