ღირსმოწამე ევდოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის შეცვლა: sr:Евдокија Илиопољска; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Evdokia.jpg|thumb|right|250px|ღირსმოწამე ევდოკია]]
'''ღირსმოწამე ევდოკია''' - [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[1 მარტი]], ახალი სტილით - [[14 მარტი]]. იგი სამარიტელი იყო, [[ფინიკია|ფინიკიის]] [[ლიბანი]]ს ქალაქ [[ილიოპოლისი]]დან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
 
ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ [[ცოდვა|ცოდვები]] მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
ხაზი 7:
 
ერთხელ, როცა ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, ბერის შესამოსელით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა ძველი ცხოვრებისაკენ მისაბრუნებლად. „ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!” _ მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა: „აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღსდგება მაცდუნებელი შენი”. ევდოკიას ლოცვით ფილისტრატე მკვდრეთით აღსდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, მოინათლა და მონათლული დაბრუნდა ილიოპოლისში.
[[Fileფაილი:Eudokia of Heliopolis.jpg|thumb|200px| left| ღირსმოწამე ევდოკია ]]
მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
 
ხაზი 20:
 
{{ესკიზი-რელიგია}}
 
[[კატეგორია:II საუკუნის ქრისტიანი წმინდანები]]
[[კატეგორია:წმინდანები]]
Line 26 ⟶ 27:
[[en:Eudokia of Heliopolis]]
[[ru:Евдокия Илиопольская]]
[[sr:Евдокија ХелиопољскаИлиопољска]]
[[uk:Свята Євдокія]]