ელექტრული მუხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუხტი''' ან '''ელექტრული მუხტი''' არის ელემენტარული ნაწილაკების...
(განსხვავება არ არის)

16:51, 14 მარტი 2010-ის ვერსია

მუხტი ან ელექტრული მუხტი არის ელემენტარული ნაწილაკებისათვის დამახასიათებელი შენახვადი სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს მათი ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსივობას. ურთიერთქმედება ელექტრომაგნიტურ ველსა და (მოძრავ) მოხტს შორის ხორციელდება ელექტრომაგნიტური ძალის მეშვეობით, რომელიც ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდა ერთ-ერთს წარმოადგენს.

სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მოხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი კლასიკური ელექტროდინამიკა, რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ კვანტური ეფექტები უმნიშვნელოა.

მეოცე საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ მუხტი დაკვანტული სიდიდეა: ნებისმიერი სისტემის, ცალკეული სხეულისა თუ ნაწილაკის მოხტი (კვარკების გარდა) არის ელემენტარული მუხტის e-ს ჯერადი, რომელიც ტოლია 1.602×10−19 კულონის. The proton has a charge of e, and the electron has a charge of −e. The study of charged particles, and how their interactions are mediated by photons, is quantum electrodynamics.