ღირსმოწამე ევდოკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Евдокия Илиопольская
No edit summary
ხაზი 7:
 
ერთხელ, როცა ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, ბერის შესამოსელით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა ძველი ცხოვრებისაკენ მისაბრუნებლად. „ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!” _ მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა: „აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღსდგება მაცდუნებელი შენი”. ევდოკიას ლოცვით ფილისტრატე მკვდრეთით აღსდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, მოინათლა და მონათლული დაბრუნდა ილიოპოლისში.
[[File:Eudokia of Heliopolis.jpg|thumb|200px| left| რედაქტირება ღირსმოწამე ევდოკია ]]
 
მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.